როგორ გადარჩა 3 ადამიანი 33 დღე უკაცრიელ კუნძულზე ნავის ჩაძირვის შემდეგ | Allnews.Ge

როგორ გადარჩა 3 ადამიანი 33 დღე უკაცრიელ კუნძულზე ნავის ჩაძირვის შემდეგ

აშშ-ის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა სამი ადამიანი, რომლებიც ბაჰამაში დაუსახლებელ კუნძულზე სავარაუდოდ 33 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც BBC წერს, დაცვის თვითმფრინავი ჩვეულებრივ პატრულირებდა, როდესაც შენიშნეს ადამიანები, რომლებიც განწირულნი იქნევდნენ ხელებს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადამიანები კუბის მოქალაქეები იყვნენ. დაკარგულების თქმით, კუნძულზე ყოფნის პერიოდში ქოქოსით იკვებებოდნენ და ამან გადაარჩინა. სამაშველო სამუშაოებში ჩართული ეკიპაჟის ერთ-ერთმა წვერმა BBC-ის უთხრა, რომ გაოცებული იყო, თუ როგორ გადარჩნენ ისინი.

სამკაციანი ჯგუფი დააფიქსირეს კუნძულზე, რომელიც ფლორიდის კიზებსა და კუბას შორის მდებარეობს. სანაპირო დაცვის ოფიციალური წარმომადგენელი რაილი ბიცერი ამბობს, რომ პატრულირების დროს მისი ყურადღება უჩვეულო მოძრაობამ მიიპყრო, როდესაც ოდნავ დაბლა დაეშვა ვერტმფრენით, მიხვდა, რომ იქ ადამიანები გასაჭირში იყვნენ და შველას ითხოვდნენ.

ეკიპაჟი არ იყო აღჭურვილი იმისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ დახმარებოდნენ, მაგრამ მიაწოდეს საკვები, წყალი და რადიო იმისთვის, რომ კომუნიკაცია შესძლებოდათ.

"სამწუხაროდ ჩვენს შორის ესპანურად მოსაუბრე ადამიანი არ იყო, მაგრამ მაინც შევძელით გაკვერგვკვია, რომ ეს ადამიანები კუბადან იყვნენ და სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ 33 დღე ამ დაუსახლებელ კუნძულზე გაატარეს“, - ამბობს ბიჩერი.

სამკაციან ჯგუფში ორი კაცი და ერთი ქალი იყო. მათი თქმით, ნავით სეირნობდნენ, თუმცა ნავი დაზიანდა და ჩაიძირა, ხოლო თვითონ კუნძულზე გაცურვა შეძლეს. ამ დღეების განმავლობაში კი ქოქოსით იკვებებოდნენ. საბოლოოდ, სამივე მათგანი ფლორიდის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სერიოზული დაზიანებები არც ერთს არ აღენიშნებოდა. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, გადარჩენილები საიმიგრაციო სამსახურში წაიყვანეს.

სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი სიტუაცია აქამდე მხოლოდ ფილმებში უნახავთ.

წყარო: BBC.com