ვინ იყო ქართველი, რომელიც სიეტლის სასაფლაოზე ბრიუს ლის გვერდით განისვენებს?
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
"ვიდრე სიეტლში ჩამოვიდოდი, მოვიკვლიე, თუ რისი ნახვა შეიძლებოდა და აღმოვაჩინე, რომ Capitol Hill's Lake View-ს სასაფლაოზე დაკრძალული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატი ბრიუს ლი, ამიტომ სიეტლში ჩასვლისთანავე, გადავწყვიტეთ საფლავზე მისვლა. ვინც აღმოსავლური ორთაბრძოლებით არის გატაცებული, მისთვის ყველაფერი რაც ბრუს ლის სახელს უკავშირდება, საინტერესოა. მისი საფლავისათვის პატივის მიგება, განსაკუთრებული ფაქტია, შესაბამისად, საფლავს ყოველთვის ჰყავს მნახველი.
მოკლედ, მე და ჩემი მეგობარი, წარმატებული ქართველი მეცნიერი ვახტანგ შელია, რომელიც ამავე დროს კარატეში შავი ქამრის მფლობელია, სიეტლის სასაფლაოზე წავედით. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ იქვე, ბრიუს ლის საფლავთან რამდენიმე მეტრში, საფლავის ქვაზე მართლმადიდებლური ჯვარი და წარწერა - ლიასო არიშიძე ამოვიკითხე".
როგორ მოხვდა ბრიუს ლის საფლავის მახლობლად ქართველი, ვინ იყო და რატომ დაკრძალეს ის სიეტლის პრესტიჟულ სასაფლაოზე? - სწორედ ამ კითხვებზე პაუსხის გასაცემად დავიწყე ძიება.
არქივში რამდენიმე კვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ისტორიკოს რუსუდან დაუშვილს დავუკავშირდი, მან გაიხსენა, რომ დაახლოებით 5 წლის წინ ლიასო არიშიძეს, იგივე ლასე არეშიძეს, ერთი ქალბატონი ეძებდა და მისი ნომერი მომცა.
"გამარჯობა, სიეტლში ბრიუს ლის ახლოს დაკრძალული ლიასო არიშიძეს, იგივე ჯონ ლასოს შთამომავალი ხომ არ ხართ?" - ვკითხე ქალბატონს.
"კი, ლასო არიშიძე ჩემი ბაბუის ბიძა იყო, ანუ ჩემი დიდიბებიის ძმა, მე მისი ერთერთი შთამომავალი ვარ", - მიპასუხა ჯონ ლასოს პირდაპირმა შთამომავალმა თეა ინწკირველმა.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...
ქალბატონ თეასთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ამბავს ლასე არეშიძეს, იგივე ჯონ ლასოს, შესახებ ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს მისი შთამომავალი უამბობს.
თეა ინწკირველი:
- მისი შთამომავლების ოჯახები ძალიან დიდი ხანი ვეძებდით მას. ჩემი ბიძაშვილი ირმა ნიჟარაძე 20 წელი ეძებდა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა აკაკი სურმავამ და ბატონმა ვოლტერ რეხვიაშვილმა მაპოვნინეს ბაბუაჩემის საფლავი. ლასე არეშიძეს ყავდა ძმები: ვიქტორი, ნესტორი და ივლიანე, ასევე ჰყავდა ერთი და - აკვირინე და მისი შთამომავლები ვართ ჩვენ, თვითონ ლასეს ცოლ-შვილი არ ჰყოლია.
ლასეს საფლავი 4 წლის წინ აღმოვაჩინეთ.
ლასე არეშიძის მეგობრის ვანო რეხვიაშვილის შვილი ვოლტერი თავის მოგონებებში დეტალურად აღწერს ლასე არეშიძეს ცხოვრებას. გთავაზობთ სიეტლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ვოლტერ რეხვიაშვილის მოგონებებს, რომელიც ოჯახის ნათესავმა ციმი არეშიძემ შემოინახა:
"ლასო ქუთაისელ არისტოკრატთა ოჯახიდან იყო. იგი ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, საქართველოდან რომ წამოვიდა და ვლადივასტოკში გაემგზავრა. რამდენიმე კვირის შემდეგ ფული შემოაკლდა. როგორც ლასომ უამბო მამაჩემს, მან და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს გაეძარცვათ ადგილობრივი სამეფო ჯარის გარნიზონის საგადასახადო უწყების კურიერი ვლადივოსტოკში.
ფოტო: ლასე ახოვანი, განსაკუთრებული გარეგნობის, ლამაზი მამაკაცი ყოფილა
რამდენადაც ვლადივოსტოკში იმყოფებოდა იმ რაიონის შტაბი, გარნიზონი საკმაოდ დიდი იყო, საგადასახადო უწყება უფრო დიდი და ძალიან მაცდუნებელი.
ლასო და მისი მეგობარი ერთ ბნელ ღამეს დახვდნენ კურიერს და წაართვეს ერთი ტომარა ფული. ლასოს თანხმლებს იმ კაცის მოკვლა უნდოდა, მაგრამ ლასომ გააჩერა, დაარწმუნა, რომ საკმარისი იყო კურიერის გათოკვა, ფულის აღება და იქაურობიდან გაცლა. განაგრძეთ კითხვა