"მოჩვენებების" საბჭოთა ქალაქი ნორვეგიაში, სადაც არავინ ცხოვრობს, ყველა სახლი კი ხელუხლებლად არის შენარჩუნებული | Allnews.Ge

"მოჩვენებების" საბჭოთა ქალაქი ნორვეგიაში, სადაც არავინ ცხოვრობს, ყველა სახლი კი ხელუხლებლად არის შენარჩუნებული

ნორვეგიაში მდებარეობს ქალაქი, რომელიც ადამიანებისგან წლების წინ სრულიად დაიცალა. სახლები, ქუჩები, ეზოები სრულიად ხელუხლებელია, აქ თითქოს დრო გაჩერდა.

1927 წელს ქალაქი პირამიდა საბჭოთა კავშირს გადაეცა. 50-იან წლებში პირამიდაში 1000 ადამიანი ცხოვრობდა, ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში მუშაობდნენ და სპეციალურად მოწყობილ ბანაკში ცხოვრობდნენ.

თუმცა, 1991 წლისთვის სპონსორი კომპანია „არკტიკუგოლი“ გაკოტრდა და რეგიონისთვის თანხების გამოყოფას ვეღარ ახერხებდა. დასახლება ხალხისგან ნელ-ნელა მთლიანად დაიცალა.

მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პირამიდამდე რომ მიაღწიოთ, ოსლოდან მანქანით 3 დღე მოგიწევთ მგზავრობა, შპიცბერგენიდან გაფრენის შემთვევაში კი იქ 3 საათში ჩახვალთ.

ქალაქში ახლა აღარავინ ცხოვრობს. ბოლო მცხოვრებლებმა პირამიდა 15 წლის წინ დატოვეს.

ქალაქი არქიპელაგზე მდებარეობს და მოროდიორებისთვის მისი გაძარცვა ძალიან მოუხერხებელია. ამის გამო პირამიდა ხელუხლებლად არის შენარჩუნებული, იქ მხოლოდ თეთრი დათვები სახლობენ.

დასახლებაში შენობები საბჭოთა არქიტექტურის მიხედვით აშენდა. ქალაქში ლენინის ძეგლსაც ნახავთ.

საცხოვრებელ სახლებსა და კულტურის ცენტრში ყველაფერი ხელუხლებლად არის დატოვებული. აქ დრო თითქოს გაჩერებულია, ხის შენობები და ღობეები კი ნელ-ნელა იშლება.

ასევე დაგაინტერესებთ

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

ნახეთ როგორ გადააქცია ბრაზილიელმა წყვილმა უდაბნო ულამაზეს ტყედ

საუდის არაბეთი უდაბნოებში ქალაქების მშენებლობას იწყებს - იხილეთ ფოტოგალერეა