"ბუნების გაკვეთილზე სათივეში დამიხვდა..." - რას ჰყვება 8 წლის ილიკოს მამა, რომლის ფოტოამბავიც ქვეყნის საზღვრებს გასცდა | Allnews.Ge

"ბუნების გაკვეთილზე სათივეში დამიხვდა..." - რას ჰყვება 8 წლის ილიკოს მამა, რომლის ფოტოამბავიც ქვეყნის საზღვრებს გასცდა

"ბუნების გაკვეთილზე სათივეში დამიხვდა. თუ მაინდომა, დარჩეს ონლაინ "უროკებზე" - ასე დაასათაურა 8 წლის ილიკო გოგაშვილის მამამ დაუვიწყარი კადრი, რომელმაც სრულიად საქართველო და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები აალაპარაკა.

ბუნების გაკვეთილზე სათივეში მყოფი მოსწავლის ფოტომ მასთან ერთად სოფელი არბოშიკიც გააპოპულარულა.

kvirispalitra.ge  ილიკოს მამას, სოლომონ გოგაშვილს ესაუბრა და პირადად მისგან შეიტყო, თუ როგორ აღმოჩნდა სათივეში მყოფი მისი შვილი ფოტოობიექტივის "სამიზნე".

- სათივესთან ახლოს ღობეს ვაკეთებდით, ბოძებს ვამაგრებდით, თვითონაც გვეხმარებოდა. მერე   გაკვეთილი დაეწყო. ხმა რომ შემომესმა შევიხედე და ვნახე, როგორ უსმენდა ბუნების გაკვეთილს, გადავუღე ორი კადრი და ღამე ავტვირთე ფოტო ჩემს პირად "ფეისბუქზე". არც მიფიქრია, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომნიშნა სოცილურ ქსელში ფოტოზე და მეგობრები საზღვარგარეთიდან მწერდნენ. ზოგადად, ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს. ჩემმა    რამდენიმე ფოტომ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვა.

    - ილია სოფელ არბოშიკში სწავლობს?

- ილია არის 8 წლის. პანდემიის გამო, ამ დრომდე, განათლებას ონლიან რეჟიმში იღებს და სოფელ არბოშიკში იმყოფება. ისე თბილისში სწავლობს, ძალიან კარგ სკოლაში. სოფელ არბოშიკშიც არის სკოლა და გვერდზე სოფელშიც, მაგრამ იქ დამატებითი წრეები არ რის და ცურვის, კალათბურთის გამო გადავწყვიტეთ თბილისში ვატაროთ. ისე ძალიან უყვარს ეს სოფელი და დროს აქ დიდი სიამოვნებით ატარებს, თავის 4 წლის დაიკოსთან ერთად.

- თვითონ ილია როგორ შეხვდა გაპოპულარულებას? - თავიდან დაბნეული იყო, მაგრამ მერე შეეჩვია, გაუხარდა, მასწავლებელმა უთხრა, რომ ეს ძალიან ორიგინალურია. გაკვეთილზე ხან საიდან ერთვება, ხან - საიდან, ხან კატასთან ერთად ზის, ხანაც - ძაღლთან ერთად და ისე უსმენს გაკვეთილებს.   - როგორ ფიქრობთ, სოფლის სილაღეს და ბუნებასთან სიახლოვეს მიჩვეულ ილიკოს, არ გაუჭირდება დედაქალაქში სწავლის გაგრძელება? - ისე უყვარს თავისი თანაკლასელები და იმდენი მეგობარი ჰყავს, მგონია, არ იქნება მისთვის რთული. პანდემის გამო, ისედაც ძალიან ცოტა ხანს მოუწია სკოლაში სიარული.

kvirispalitra.ge