სტალინის შვილიშვილი დახეული კოლგოტებითა და ავტომატით- ვინ არის ოლგა პიტერსი | Allnews.Ge

სტალინის შვილიშვილი დახეული კოლგოტებითა და ავტომატით- ვინ არის ოლგა პიტერსი

სტალინს 3 შვილი და მინიმუმ, 9 შვილიშვილი ჰყავდა. საინტერესოა ის, რომ არც ერთ შვილიშვილს ცნობილი ბაბუა თვალითაც კი არ უნახავს. მშობლები ზომიერთ მათგანს იმ ბოროტების შესახებ უყვებოდა, რაც სტალინმა ჩაიდინა, ზოგი კი, აქტიურად იცავდა «ხალხის ბელადის» სახელს და წიგნებსაც კი წერდნე საბჭოთა ბელადზე.

ოლგა პიტერსი და სვეტლანა ალილუევა

სტალინის ერთ-ერთი შვილიშვილი ოლგა პიტერსი, იგივე კრის ევანსია, რომელსაც გარეგნობისა და ცხოვრების სტილის გამო ხშრად აკრიტიკებენ. საზოგადოების ნაწილის აზრით საბჭოთა ბელადის შვილიშვილს ასეთი საქციელი არ „შეშვენის“.

კრისი სვეტლანა ალილუევას უმცროსი ქალიშვილია. სტალინის ქალიშვილი ემიგრაციაში 1967 წელს გაემგზავრა და ამერიკაში, არქიტექტორ უილიამ პიტერს გაჰყვა ცოლად. ოლგა 1971 წელს დაიბადა, სახელი კი, მოგვიანებით შეიცვალა. სტალინის უმცროსი შვილიშვილი თავს 100% ამერიკელად თვლის. ფლობს ანტიკვარიატის მაღაზიას და ტატუებით არის გატაცებული.

"ჩემთვის სტალინი, ერთ-ერთი იყო, ფოტოზე ასახული იმ სამი ადამიანიდან, ვინც ომი მოიგო: ჩერჩილი, რუზველტი და ის! როდესაც დედა მომიყვა ბაბუას შესახებ, სწორედ მაშინ შევიტყვე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ…" -თქვა ერთხელ კრისმა.

"თუ ისტორიის წიგნებს გადავდებთ, სიმართლეს, ტყუილს, აზრთა სხვადასხვაობას, მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად განვიცადე ბაბუაჩემისა და ბებიაჩემის სასტიკი დამოკიდებულება შვილების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შვილი არ მყავს, ვფიქრობ, მშობლები ვალდებულნი არიან, იზრუნონ საკუთარ შვილებზე და იფიქრონ მათ მომავალზე. არასოდეს მქონია არსებითი კავშირი ჩემს ფესვებთან. დედამ დამიცვა ამისგან. არასოდეს დაუძახია ჩემთვის „რუსი“, პირიქით, სულ იმას მიმეორებდა, ისეთივე ნაღდი ამერიკელი ხარ, როგორიც ვაშლის ღვეზელიაო!“ - ამბობს პიტერსი.