საიდუმლო, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო კარი საუკუნეზე მეტხანს მალავდა | Allnews.Ge

საიდუმლო, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო კარი საუკუნეზე მეტხანს მალავდა

რუმინეთის ტურისტურმა ბიურომ ბროშურა გამოუშვა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ნათესაური კავშირი აქვს XV საუკუნეში მცხოვრებ, ვალახეთის მმართველ გრაფ დრაკულასთან. ვლად დრაკულამ თავის დროზე, სახელი სისასტიკით გაითქვა, ხოლო საუკუნეების შემდეგ ბრედ სტოკერის რომანის – «დრაკულას» (1897 წ.) პროტოტიპი გახდა. ტურისტულ ბროშურას ბრიტანეთში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მაგ, ბრიტანული The Telegraph-ი წერდა, რომ რუმინელებმა მონარქიული დინასტიის წარმომადგენლები დრაკულას მემკვიდრეებად იმიტომ გამოაცხადეს, რომ ქვეყანაში ბრიტანელი ტურისტების რიცხვი გაეზარდათ.   თუმცა, რუმინელებმა წარმოადგინეს მარია ტეკელის (დედოფალი მერი) საგვარეულო ხე, რომლის მიხედვით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კავშირი, ტრანსილვანიერ გრაფთან ნამდვილად დასტურდება.

ორი სამეფო ოჯახი ერთმანეთს XIX საუკუნეში დაუნათესავდა, როდესაც ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V მარია ტეკელზე დაქორწინდა, რომელიც დრაკულას ძმის, ვლად IV-ის პირდაპირი შთამომავალი იყო, მეთექვსმეტე თაობაში.   იმას, რამაც ბრიტანეთის პრესის გაღიზიანება გამოიწვია, სავსებით მშვიდად შეხვდა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, მან რუმინეთის ცენტრში მამული შეიძინა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა: «ტრანსილვანია სისხლში მაქვს. გენიალოგიამ აჩვენა, რომ მე საერთო ფესვები მაქვს ვლად ცეპეშთან და ამიტომ ეს ქვეყანა მაინტერესებს». აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრინცი ჩარლზი რუმინეთის ხშირი სტუმარია. მან იქ ბიზნესიც წამოიწყო და ამჟამად ქვეყანაში ერთ–ერთი მსხვილი ინვესტორია.

განაგრძეთ კითხვა

სევე დაგაინტერესებთ

დედოფალ ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის