5 ყველაზე ცნობილი ჯაშუში ქალი ისტორიაში | Allnews.Ge

5 ყველაზე ცნობილი ჯაშუში ქალი ისტორიაში

მათ სხვადასხვა სახელებით იცნობენ, ისინი არარსებულ ბიოგრაფიებს იგონებენ საკუთარ თავზე და ორმაგ ცხოვრებას ეწევიან. მათ მამაკაცები აღმერთებენ. წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ცნობილ ჯაშუშ ქალს ისტორიაში

მატა ჰარი

მატა ჰარის ნამდვილი სახელი მარგარეტ ზელე გახლავთ. ის ჰოლანდიაში დაიბადა. ფსევდონიმი მატა ჰარი ცეკვის ჯგუფში აიღო. 18 წლის გათხოვდა და ორი შვილი გააჩინა. გოგონა სექსმუშაკად მუშაობდა. მისი ჰიპნოტური ცეკვები მის თაყვანისმცემლებს აგიჟებდა. როგორ გადაიბირეს გერმანულმა სპეცსამსახურებმა მატა ჰარი, დღემდე უცნობია.

ის 1917 წელს პარიზში დაიჭირეს. სასამართლომ ჯაშუშს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სიკვდილის წინ ჯარისკაცებს, ვისაც მატა ჰარი უნდა დაეხვრიტათ, ქალმა ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და დაიყვირა: "მზად ვარ ბატონებო". დახვრეტის დროს მატა ჰარი 41 წლის გახლდათ.

იოშიკო კავაშიმა

იოშიკო დიდი ბელადი სუს შვილი იყო მანჯურიელი საიმპერატორო ოჯახიდან. 17 წლის გოგონამ მამაკაცის სამოსის ტარება დაიწყო, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს, მუდამ მომხიბვლელი ყოფილიყო. იოშიკო მარტივად მანიპულირებდა იმპერატორ ჰენრი პუთი. ერთხელ იმისთვის, რომ იმპერატორი დაერწმუნებინა, რომ საფთხეში იყო, იოშიკომ მას საწოლში გველი შეუგდო.

იოშიკო პეკინში 1948 წელს გაასამართლეს როგორც იაპონიის ჯაშუში. მან გაქცევა მოახერხა და დარჩენილი ცხოვრება სხვა სახელით იცხოვრა.

კრისტენ კილერი

მას 60-იანი წლების მატა ჰარის უწოდებენ. კილერი მრავალ მამაკაცთან იყო ნამყოფი, მათ შორის მინისტ ჯონ პროფიუმოსთან და საბჭოთა მზვერავ ევგენი ივანოვთან. კილერი საიდუმლო ინფორმაციას ცინცლავდა პროფიუმოს და ივანოვს უყვებოდა. ამ ამბავმა ფართო რეზონანსი ჰპოვა და "პროფიუმოს საქმე" დაერქვა. საბოლოოდ, კილერმა თავის ისტორია ჟურნალისტებს მიჰყიდა.

ვიოლეტა ჟაბო

ფრანგი ლამაზმანი ვიოლეტა ჟაბო მზვერავი ქმრის სიკვდილის შემდეგ გახდა. ის ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელმა აგენტებმა ჯაშუშობისათვის გადაიბირეს. ვიოლეტამ რამდენიმე დივერსიული ოპერაცია ჩაატარა. თუმცა მალე დაიჭირეს, რამდენიმე თვე აწამებდნენ და 1945 წელს დახვრიტეს. 1946 წელს ის გეორგიევსკის ჯვრით დააჯილდოვეს.

 

ანა ჩაპმანი

ანა ვოლგოგრადში 1982 წელს დაიბადა. 2001 წელს დიდი ბრიტანეთში ანამ მომავალი მეუღლე ალექსი ჩაპმანი გაიცნო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ანა ქმართან ერთად დიდ ბრიტანეთში წავიდა, მაგრამ მალევე დაშორდა მეუღლეს. სკანდალი რუსი ქალის ირგვლივ 2010 წელს აგორდა, როდესაც ის ამერიკაში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ანამ აღიარა, რომ ჯაშუში იყო და ამერიკიდან რუსეთში გაუკეთეს დეპორტაცია.

ambebi.ge