რომელია 8 ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსოფლიოში | Allnews.Ge

რომელია 8 ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსოფლიოში

მოდის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად უფრო კონკრეტული და ღირებული გახდა ქსოვილების წარმოება. ხშირად, ქსოვილის ხარისხი და ფასი დიზაინერების მიერ შექმნილი კოლექციის პოპულარობას და მოთხოვნადობას გასაზღვრავს.

მწვანე ტექნოლოგიების გავითარება ქსოვილის წარმოებაზეც აისახა. მას შემდეგ, რაც ცხოველთა დამცველებმა ბეწვის ნაწარმის აკრძალვის მოთხოვით არაერთი აქცია გამართეს, მსოფლიო მოსახლეობაში ნატურალურ ბეწვეულზე მოთხოვამ იკლო, თუმცა, გაიზარდა მოთხოვნა ბამბის, აბრეშუმის და სხვა სახის ქსოვილებზე.

ზოგიერთი მწარმოებლები ქმნიან ქსოვილებს საუკეთესო მასალებისგან. ეს ქსოვილები დამზადებულია უიშვიათესი მასალისგან და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლება.

 

“ვიკუნას“ მატყლი

“ვიკუნას“ ცხვრის სახეობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლება. ისინი მხოლოდ პერუში ბინადრობენ, მათი მატყლის მოპოვება-დამუშავება რთული პროცესია და მხოლოდ ხელით არის შესაძლებელი. ამის გამო ძვირიც ღირს. “ვიკუნას“ ერთი მეტრი ქსოვილის ღირებულება 50 000 დოლარია.

გუანაკო

“ვიკუნას“ ცხვრის მსგავსად, ძვირფას ქსოვილს კიდევ ერთი ცხოველისგან, გუანაკოს მატყლისგან ამზადებენ.

გუანაკო აქლემების ოჯახს გაეკუთვნება. ლამის წინაპარი, რომელიც კეჩუა ინდოელების მიერ 6000 წელზე მეტი ხნის წინ მოშინაურდა, სამხრეთ ამერიკის ყველაზე მსხვილი ბალახოვანი ძუძუმწოვარი ცხოველია. ისინი კონტინენტზე ორ მილიონზე მეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

მოზრდილი გუანაკოსგან მხოლოდ 400 გრამამდე მატყლის შეგროვება არის შესაძლებელი. წარმოების რთული პროცესის გამო, ეს ქსოვილი მეორე ყველაზე ძვირად ღირებულ ნედლეულად ითვლება. ამ ქსოვილიგან შეკერილი საშუალო ზომის პიჯაკის ღირებულება 27 000 დოლარიდან იწყება.

თუთის აბრეშუმხვევია

მსოფლიოში ერთ-ერთ ძვირად ღირებულ ქსოვილად აბრეშუმი ითვლება, რომელსაც თუთის აბრეშუმხვევია ქმნის.

ქსოვილის მიღება შესაძლებელია მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიის საშუალებით, რომელიც მხოლოდ თუთის ფოთლებს ჭამს.

თუთის აბრეშუმხვევიას ჯიშები განსხვავდებიან წარმოშობის ადგილის მიხედვით, ჭიის ფაზების ხანგრძლივობით, გრენის ზომით, შეფერილობით, პარკის სიდიდით, წონით, ფორმით, ფერით, მარცვლოვნებით და სხვა. გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით არის თუთის აბრეშუმხვევიას იაპონური, ჩინური, ევროპული, მცირეაზიური, კავკასიური და სხვა ჯიშები. ჭიის ჯიში აბრეშუმის ნაირსახეობებსაც განსაზღვრავს.

1 მეტრი აბრეშუმის ღირებულება დღეს 123 დოლარიდან იწყება.

ლეოპარდის ბეწვი

ცხოველთადამცველთა პროტესტის მიუხედავად, ლეოპარდის ბეწვი დღეს ერთ- ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ “ქსოვილად“ ითვლება. მასალა ყველაზე გამძლე აღმოჩდა.

ერთი მეტრი ლეოპარდის ბეწვი 8 000 დოლარიდან იწყება.

კოიგუ კერსტის ქაშმირი

“Koigu Kersti Merino“ არის ძვირფასი ნართი, რომელიც ძვირად ღირებული ტანსაცმლის დამზადებაში გამოიყენება. კოიგუ კერსტი ფართოდ გამოიყენება ელეგანტური ტანსაცმლის ხაზებისთვის. ეს მასალა ასევე ცნობილია ექსკლუზიური საღებავებით.

50 გრამი ქსოვილის ღირებულება 10 დოლარიდან იწყება. ამიტომ, მისგან დამზადებული ტანსაცმელი ძალიან ძვირი ღირს.

განაგრძეთ კითხვა