Friends დაასრულეთ და არ იცით რას უყუროთ? - 7 სერიალი, რომელიც „მეგობრების“ ერთგულ გულშემატკივრებს მოსწონთ | Allnews.Ge

Friends დაასრულეთ და არ იცით რას უყუროთ? - 7 სერიალი, რომელიც „მეგობრების“ ერთგულ გულშემატკივრებს მოსწონთ

„მეგობრები“ (ინგლ. Friends) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სატელევიზიო სიტკომია, რომელიც ნიუ-იორკში მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას ასახავს. სერიალი 1994 წელს დაიწყო და 2004 წლამდე გაგრძელდა.

სერიალმა არნახულ პოპულარობას მიაღწია და უამრავი ჯილდო მიიღო. მისმა ფინალურმა ეპიზოდმა მეოთხე ადგილი დაიკავა ტელესერიალთა უკანასკნელი ეპიზოდების რეიტინგში — პირდაპირ ეთერში იგი 52,5 მილიონმა ადამიანმა იხილა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის დასრულებიდან 16 წელზე მეტი გავიდა ის კვლავ პოპულარულია. სერიალს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოშიც.

ხშირია შემთხვევა, როდესაც Friends-ის ერთგული მაყურებელი მისი დასრულების შემდეგ სხვა სერიალს გულს ვერ უდებს და უჭირს ახალი სიტკომის დაწყება. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ სერიალებს, რომლებიც „მეგობრების“ ერთგულ გულშემატკივრებს მოსწონთ.

 

Modern Family/ თანამედროვე ოჯახი

სერიალში მოქმედება 3 ოჯახში ვითარდება. ჯეი პრიჩეტს ახალგაზრდა კოლუმბიელი მეუღლე გლორია მოჰყავს ცოლად. ჯეის შვილ კლერსა და მის მეუღლე ფილს კი 3 შვილი ჰყავთ, მათ სახლში მუდმივი ქაოსი და არეულობაა. ჯეის მეორე შვილი მიჩელი და მისი პარტნიორი კამერონი ვიეტნამელ გოგონას ლილის იშვილებენ.

 

New Girl / ახალი გოგო

სერიალის მთავარი გმირი ჯესი ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელიც შეყვარებულთან დაშორების შემდეგ საერთო საცხოვრებელში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ 3 მამაკაცთან გადადის.

 

How I Met Your Mother/ როგორ შევხვდი დედათქვენს

კომედიური სერიალი თედის სასიყვარულო ისტორიაზე. ყველა უსიამოვნება მაშინ იწყება, როდესაც თედის საუკეთესო მეგობარი მარშალი მას მოულოდნელად გამოუტყდება, რომ ბაღის ჯგუფელ ლილიზე დაქორწინება სურს. სწორედ ამ პერიოდში თედი ხვდება, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რათა ნამდვილი სიყვარული იპოვოს.

 

The Big Bang Theory/ დიდი აფეთქების თეორია

ლეონარდ ჰოფსტადტერი და შელდონ კუპერი ბრწყინვალე ფიზიკოსები არიან. თუმცა, გენიალური ნიჭი მათ ადამიანებთან ურთიერთობაში ვერ ეხმარება, განსაკუთრებით კი ქალებთან აქვთ პრობლემა. ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც მათ მოპირდაპირე მხარეს ლამაზმანი პენი სახლდება.

 

The Goldbergs/  გოლდბერგები

სერიალის სიუჟეტი დაფუძნებულია მსახიობის - ადამ გოლდბერგის 1980-იანი წლების ბავშვობის მოგონებებზე. ადამს თინეიჯერი და-ძმა, მშობლები და ბაბუა ჰყავს. ადამის დედა, ბევერლი ბავშვებზე „თავგადაკლული“ დედაა, რის გამოც ოჯახში უხერხული სიტუაციები ხშირად იქმნება

 

The Office/ ოფისი

სერიალი კომპანია "დანდერ მიფლინსში" მომხდარ მოვლენებს ასახავს. კომპანიაში მომუშავე თითოეულ ადამიანს აქვს თავისებური კომპლექსი ან სასაცილო ჩვევა. ისინი ერთობიან, ჩხუბობენ, უძლებენ ერთმანეთს და ხანდახან მუშაობენ კიდეც.

Community/ ერთობა

კომედია მოგვითხრობს სტუდენტების ცხოვრებაზე.

 ასევე დაგაინტერესებს: 

საინტერესო ფაქტები "მეგობრების" შესახებ, რომლებიც მისმა ერთგულმა გულშემატკივრებმაც არ იციან