5 დაუჯერებელი გაქცევა ციხიდან, რომელიც ისტორიას კიდევ დიდხანს ემახსოვრება | Allnews.Ge

5 დაუჯერებელი გაქცევა ციხიდან, რომელიც ისტორიას კიდევ დიდხანს ემახსოვრება

ისტორიას ციხიდან გაქცევის უამრავი ფაქტი ახსოვს, მაგრამ ეს ხუთეული განსაკუთრებული შემთხვევაა. წარმოგიდგენთ ციხიდან წარმატებულ გაქცევას 5 განსაკუთრებულ შემთხვევას

1. პასკალ პაიე

საფრანგეთის ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალი, პასკალ პაიე სამჯერ გაიქცა ციხიდან. აღსანიშნავია, რომ მან სამივე ჯერზე ვერტმფრენით მოახერხა გაპარვა. პირველი გაქცევა მან ლუინესის ციხიდან განახორციელა, 1 წლის შემდეგ, მან თავის მეგობარი ამავე ხერხით დაიხსნა ციხიდან. რამოდენიმე წლის შემდეგ, პაიე კვლავ დააკავეს და 30 წელი მიუსაჯეს, თუმცა კვლავ მოახერხა გაქცევა. მეგობრებმა ის ესპანეთში გააპარეს, თუმცა თავისუფლება მხოლოდ 2 თვით გაგრძელდა...

2. ელ ჩაპო

ნარკობარონმა პირველი გაქცევისთვის გეგმა შეადგინა, რომლის თანახმადაც, მცველებისთვის დიდი თანხა უნდა გადაეხადა. გაქცევა წარმატებული აღმოჩნდა, 13 წლის განმავლობაში უკანონოდ მოქმედებდა, სანამ ის კვლავ დააკავეს... ამჯერად მან საპირფარეშოდან მოახერხა გაქცევა, ჭკვიანურად გათხარა გვირაბი და კვლავ თავისუფლებას მოიპოვა. ელ ჩაპოს გაქცევის ისტორიამ რეჟისორების ყურადღება მიიპყრო და მალევე მის ცხოვრებაზე არაერთი ფილმებიც გადაიღეს, საბოლოოდ 2016 წელს ნარკობარონი დააკავეს და დღემდე იხდის სასჯელს.

3. ოსვენციმი

მსოფლიო ისტორიის ყველაზე სისხლიანი საკონცენტრაციო ბანაკი, რომლის შესახებ ალბათ ყველას სმენია. ამ საშინელ ბანაკიდან, სადაც მილიონზე მეტი ადამინი დახოცეს, ორმა იღბლიანმა და მომთმენმა მამაკაცმა თავის დაღწევა მოახერხა. ესენი იყვნენ ალფრედ ვეტცლერი და რუდოლფ ვრბა. ისინი მიიმალნენ შეშის ნატეხების ქვეშ და რამოდენიმე დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალები იცდიდნენ, სანამ სამხედრო ფორმას ხელში ჩაიგდებდნენ, ამის შემდეგ მათ მოახერხეს ბანაკიდან გაქცევა და გადარჩენა.

  4. რიჩარდ მაკ-ნეირი

პოლიციამ იგი დააკავა და ჩასვა საპყრობილეში, თუმცა მანამდე მსჯავრდებულმა მოახერხა ტუჩის დამატენიანებელის მაჯებზე წასმა, ამ გზით ხელბორკილებისგან თავის დაღწევა მოახერხა. მალე მსჯავრდებული კვლავ დააკავეს, მაგრამ ამჯერად სავენტილაციო მილების საშუალებით მოახერხა გაპარვა. 10 თვის შემდეგ, მაკ ნეირი მესამეჯერ დაიჭირეს და უფრო მკაცრ ციხეში ჩასვეს, მაგრამ ჭკვიანმა პატიმარმა აქედანაც მოახერხა გაქცევა. ის ფოსტის ყუთის შემკეთებელს შეუძვრა საბარგულში და საბოლოოდ დააღწია თავი საპყრობილეებს.

განაგრძეთ კითხვა