რაში ხარჯავს მილიონებს ჩრდილოეთ კორეის მთავრობა - კიმ ჩენ ინის მიერ მოწონებული მასშტაბური პროექტები | Allnews.Ge

რაში ხარჯავს მილიონებს ჩრდილოეთ კორეის მთავრობა - კიმ ჩენ ინის მიერ მოწონებული მასშტაბური პროექტები

ჩრდილოეთ კორეის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა მსოფლიომ მაინც გაიგო, რომ კომუნისტური რეჟიმი, რომელიც ქვეყანას 1948 წლიდან მართავს, სიმკაცრით გამოირჩევა. ამასთან, მოსახლეობის დაახლოებით 70% -ს ფინანსურად უჭირს. ბევრი მათგანი დღესაც გლობალურ სასურსათო დახმარებას ეყრდნობა.

თუმცა ეს ფაქტორები უზენაესი ლიდერის კიმ ჩენ ინის მასშტაბურ გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს. აი, რაში დაიხარჯა მილიონები მმართველის გადაწყვეტილებით.

ryeu4u4-1611754077.jpg

 

უზარმაზარი სტადიონი

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ პიონგიანგში მდებარე რუნგრადოს მაისის პირველი სტადიონი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არენაა და როგორც ამბობენ, 150,000 მაყურებლის მიღება შეუძლია. სტადიონის მშენებლობა 1986 – დან 1989 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 210 მილიონი დოლარი დაჯდა.

150,000-კაციანი არენის რეალური დანიშნულება ყოველწლიურად მასობრივი თამაშების მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაა, სადაც რეჟიმის სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება და სტადიონზე ათიათასობით მოცეკვავე გამოდის.

პლაჟის კურორტი

კიმ ჩენ ინმა 2018 წელს თავის საახალწლო გამოსვლაზე, ვონსანის სანაპიროს ძვირად ღირებულ კურორტად გადაქცევის გეგმების პრეზენტაცია გამართა. NK News -ის ინფორმაციით, ინდუსტრიულ საპორტო ქალაქში პირამიდის ფორმის სასტუმროები, კერძო ვილები და ხელოვნური ტბები გაშენდება. ქვეყანა იმედოვნებს, რომ ტურისტებს სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან მიიზიდავენ.

პროგრამა 2018 წელს დაიწყო. თუმცა კორონავირუსულმა პანდემიამ პროექტი ჩიხში შეიყვანა, რადგან ტურიზმის პერსპექტივები შემცირდა. წყაროს ინფორმაციით, პანდემიის გარეშეც, მნიშვნელოვანია ქვეყანამ საგარეო ურთიერთობები მოაგვაროს, რადგან ბირთვული პროგრამა და მებრძოლი რიტორიკა ბევრს აფრთხობს.

აეროპორტები

ქვეყნის მაღალჩინოსნები თანამედროვე აეროპორტებს, რომელთა ორი ძირითადი სამშენებლო პროექტი განხორციელდა, ეროვნული სიამაყის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევენ.

პირველი არის გიგანტური მინის კედლებით, უბაჟო ზონით და შოკოლადის შადრევნებით გამორჩეული საერთაშორისო ტერმინალი, რომელიც 2015 წელს პიონგის აეროპორტში გაიხსნა. მეორე არის 500 მეტრიანი საჰაერო ხომალდი ყოფილ სამხედრო აეროპორტში, რომელიც კიმ ჩენ ინის ერთ-ერთი კერძო სასახლის მახლობლად მდებარეობს.

თუმცა 2015 წელს გაზეთ The Guardian- ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ აეროპორტები რეალურად უფუნქციოა და ბევრი რამ მხოლოდ სანახაობისთვისაა გაკეთებული. მაგალითად, პიონგიანის აეროპორტის "ინტერნეტ ოთახი" რეალურად არ გვთავაზობს ინტერნეტს. 2017 წელს, NK News– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Wonsan-ის აეროპორტს გახსნის დღიდან არცერთი საერთაშორისო ფრენისთვის არ უმასპინძლია.

The 'Hotel of Doom'

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეიძლება სურთ, რომ სამყარომ ყურადღება გაამახვილოს მის აღლუმებზე, სარაკეტო ტესტებსა და აეროპორტებზე, მაგრამ არსებობს გარკვეული პროექტები, რომლებზეც ყურადღების გამახვილება არ სურთ.

ერთ -ერთი მათგანია სასტუმრო რიუგიონგი, 105-სართულიანი პირამიდის მსგავსი შენობა, რომლის მშენებლობა 1987 წელს დაიწყო. მისი დასრულება ვერ შეძლეს. წლების განმავლობაში ეს მხოლოდ ბეტონის ნაჭუჭი იყო. 2008 წელს მშენებლობა განახლდა, ​​მაგრამ გაურკვეველი მიზეზით ისევ შეჩერდა. 2017 წელს სასტუმროს დაემატა მისასვლელი გზები, ხოლო 2019 წელს შენობას მიამაგრეს LED განათებები. ამ პროგრესის მიუხედავად, დღეს სასტუმრო ცარიელია.

პიონჰატტანი

მიუხედავად სოფლის მინიმალური ინფრასტრუქტურისა, სადაც მოსახლეობა შიმშილობს და განიცდიან წყლისა და ელექტროენერგიის რეგულარულ დეფიციტს, მმართველ პარტიას სურდა, რომ დედაქალაქისთვის დაეხარჯა ფინანსები.

პიონგენგის გარკვეული უბნების სასიკეთოდ, სადაც ჟურნალისტები შეუშვეს და პროპაგანდისთვის კადრები გადააღებინეს, უზარმაზარი თანხები დაიხარჯა. ათეულობით ახალმა ცათამბჯენმა ქალაქს ზედმეტსახელი "Pyonghattan" მიანიჭა. ბინების დიდი ნაწილი კი ჩინოვნიკებს გადასცეს.

მკვეთრად შეფერილი ახალი ცათამბჯენი ნაცრისფერი შენობებისგან მკვეთრად გამოირჩევა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ბინის ჩამონგრევის გამო მაღალჩინოსნები სიკვდილით დასაჯეს. შემთხვევამ მრავალი მოსახლეს სიცოცხლე იმსხვერპლა.

ძვირადღირებული ნივთები

მას შემდეგ, რაც 2011 წელს კიმ ჩენ ინმა ძალაუფლება მოიპოვა, ქვეყანაში ძვირად ღირებული საქონლის იმპორტი გაიზარდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ძვირადღირებული ნივთები მოსწონს. ცნობილია, რომ მას 100-მდე მანქანა ჰყავს, მათ შორის ბევრია Mercedes-Benz.

თავად კიმ ჩენ ინი

2018 წელს ახალი 419 000 აშშ დოლარიანი Rolls-Royce -ის ყიდვის გამო გააკრიტიკეს. ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა Daily Telegraph- ს განუცხადა, რომ გაეროს სანქციების რეჟიმში ასეთი ავტომობილების შეძენა “ცოტა ხუმრობას გავს“.

კიმ ჩენ ინი 200-ფუტიანი იახტის ამაყი მფლობელია, რომელიც მისმა მეგობარმა ყოფილმა ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანმა "ბორანსა და დისნეის ნავს“ შეადარა. იახტა Fendi–ის ინტერიერით არის გაფორმებული და მისი ფასი 8 მილიონ დოლარს შეადგენს.

სათხილამურო კურორტი

ჩრდილოეთ კორეის ძვირადღირებული სათხილამურო კურორტი 2013 წელს გაიხსნა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მთავრობამ დაახლოებით 35 მილიონი დოლარი დახარჯა. კურორტ Masikryong - ში განთავსებულია 112 კმ სათხილამურო ტრასა.

The Daily Telegraph–ის ვარაუდით, კიმ ჩენ ინს შესაძლოა, თხილამურების სიყვარული შვეიცარიის სკოლა-ინტერნატმა მისცა, სადაც ის აღიზარდა.

“ეს შეიძლება წაადგეს ქვეყნის სპორტული რეპუტაციის ამაღლებას მომავალი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შედეგების გაუმჯობესებისთვის“ - იტყობინება BBC. განაგრძეთ კითხვა