გაჭირვებული ბავშვობა და ბულინგი - 51 წლის ჯენიფერ ლოპესის გზა ვარსკვლავობისკენ | Allnews.Ge

გაჭირვებული ბავშვობა და ბულინგი - 51 წლის ჯენიფერ ლოპესის გზა ვარსკვლავობისკენ

ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჯენიფერ ლოპესის გამოსვლა, მისი ეფექტური სამოსი, შესრულება და შემდეგ ცნობილი ფოტოსესია ისეთი განხილვადი გახდა, მოგვიანებით იმასაც ამბობდნენ, რომ ჯენიფერმა ინაუგურაცია "მოიპარა", რადგან მთელი ყურადღება მისკენ იყო მიმართული... როგორ იქცა ჩვეულებრივი პუერტორიკოელი გოგონა ამერიკის ნამდვილ ვარსკვლავად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ქალად და როგორ ინარჩუნებს მშვენიერ ფორმას 51 წლის ასაკში?

ჯენიფერ ლინ ლოპესი 1969 წლის 24 ივლისს დაიბადა ნიუ-იორკში, ღარიბ რაიონ ბრონქსში. მკვეთრი და ამერიკელისთვის არატიპიური გარეგნობა მისი მშობლების დამსახურებაა. ისინი პუერტორიკოელები არიან წარმოშობით. 

გვადელუპე როდრიგესი, ჯენიფერის დედა   დიასახლისი იყო და ბავშვებს უვლიდა - ჯენიფერს და მის დებს. ხოლო მამა, დევიდ ლოპესი სადაზღვევო კომპანიაში ღამის ცვლაში მუშაობდა, მოგვიანებით კი კომპიუტერულ ფირმაში დაიწყო მუშაობა. 

mshoblebi

ბავშვობაში ოჯახს საკმაოდ უჭირდა და ჯეი ლო მოგვიანებით იხსენებდა, რომ ხანდახან საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ. ასევე იყო მაშინ, როცა კარიერა დაიწყო და რთული გზა გაიარა, სანამ ვინმე შეამჩნევდა. ყვებოდა ბულინგზეც, არასტანდარტული გარეგნობის გამო ვარსკვლავურ წრეებში და ასევე მრგვალი ფორმების გამო, რომელიც მოგვიანებით მის მთავარ კოზირადაც კი იქცა. 

mshoblebi

ჯერ კიდევ ხუთი წლიდან დადიოდა სიმღერაზე და ცეკვაზე. 7 წლისა ნიუ-იორკში სკოლის მუსიკალურ გუნდში მღეროდა. ლოპესი გოგონების კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა და მუსიკის გარდა დაკავებული იყო ტანვარჯიშით, სირბილით, ფეხბურთითაც კი. 

mshoblebi დედასთან და დებთან ერთად

  სკოლაშივე გაიგო, რომ ფილმისთვის ეძებდნენ მოზარდ გოგონებს. გაიარა კასტინგი და მიიღო პირველი როლი ფილმში. ამის შემდეგ მიხვდა, რომ უნდოდა, ცნობილი მსახიობი გამხდარიყო. ოჯახში მხარი არ აუბეს, რადგან მიაჩნდათ, რომ "ეს ძალიან სულელური იდეა" იყო და არ "შეეფერებოდა ლათინოამერიკელს". ჯეი ლო იძულებული გახდა, სახლიდან წასულიყო და თავად ეზრუნა საკუთარ მომავალზე. მალევე გახდა Fly Girl-ის ჯგუფის წევრი, როგორც მოცეკვავე, მერე კი ნელ-ნელა დაიწყო მისი კარიერა, როგორც მომღერლის და მსახიობის და თანდათან მართლა იქცა ნამდვილ ვარსკვლავად, სერიოზული ჯილდოებით როგორც როლებისთვის, ისე მუსიკალური ალბომებისთვის.  

mshoblebi

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, ცნობილია, როგორც კარგი დედა. 2008 წელს, 38 წლის ასაკში გახდა დედა. რამდენჯერმე უთქვამს, თუ როგორ იმოქმედა მასზე ტყუპის გაჩენამ. "ისინი ალამაზებენ ჩემს ცხოვრებას და ამისთვის მათი მადლიერი ვარ", - ამბობს ლოპესი. ასევე აღიარებს, რომ ძალიან მადლიერია ცხოვრების, რომ აჩუქა ორი შვილი. რადგან ის ნერვიულობდა, რომ შეიძლებოდა ვეღარ გამხდარიყო დედა.

"დიდი ხანი არ ვრჩებოდი ორსულად, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ შეიძლებოდა შანსი აღარ მქონოდა, - იხსენებს ლოპესი. - ვიცი, რომ ეს ღვთის საჩუქარი იყო".

mshoblebi

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების მამას - მარკ ენტონის წლებია გაეყარა, ბავშვების დღეობებზე და მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ისინი ერთად არიან და შვილებს გვერდით უდგანან. 

mshoblebi

დღესდღეობით მის გვერდით ალექსანდრ როდრიგესია, რომელთან ერთადაც მიიღო მონაწილეობა ცნობილ ფოტოსესიაში ინაუგურაციის შემდეგ. 

mshoblebi

რაც შეეხება იდეალურ ფორმას, ამბობს, რომ ჯანსაღად იკვებება, ბალანსირებულად იღებს ყველაფერს და რაც მთავარია, ბევრს ვარჯიშობს და ბევრს ცეკვავს, რაც ეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. 

mshoblebi

mshoblebi