ნიქჰილ კამათი - როგორ გახდა 34 წლის პროფესიონალი მოჭადრაკე ინდოეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი | Allnews.Ge

ნიქჰილ კამათი - როგორ გახდა 34 წლის პროფესიონალი მოჭადრაკე ინდოეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი

Netflix- ის “ლაზიერის გამბიტმა" ჭადრაკი თანამედროვე აუდიტორიისთვის პოპულარული გახადა, თუმცა ნიკჰილ კამათს სტრატეგიული თამაში ბავშვობიდანვე მოსწონდა, თან იმდენად, რომ 14 წლის ასაკში საშუალო სკოლა მიატოვა, სრული დრო კი ჭადრაკს დაუთმო.

”ჭადრაკი გასწავლით, როგორ უნდა იმუშაოთ სისტემაში და ამავდროულად იყოთ შემოქმედები“ - განაცხადა კამათმა CNBC-თან საუბრისას.

სწორედ ეს თვისებები დაეხმარა ნიკჰილს, ინდოეთის სავაჭრო პლატფორმა Robinhood- ის საშუალებით მილიარდი გამოემუშავებინა.

პირველი სვლა

ოცდათოთხმეტი წლის კამათი ინდოეთის უდიდესი სავაჭრო ბროკერის Zerodha– ს თანადამფუძნებელი და მთავარი ინვესტიციის ოფიცერია.

დღეს, მისი პლატფორმის საშუალებით ინდოეთის საცალო ვაჭრობის 15% -ზე მეტი ხორციელდება.

“არავინ აპირებდა ჩემს დასაქმებას დიპლომის გარეშე, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამსაქმებელი მე უნდა გავმხდარიყავი“ - იხსენებს ნიკჰილი.

სკოლის მიტოვების შემდეგ 17 წლის კამათიმ, ვაჭრობა დაიწყო. მან ჭადრაკი საერთაშორისო დონეზე ითამაშა, თუმცა კარიერა ამ მიმართულებით ვერ განავითარა, ამიტომ, უფროსი ძმის, ნითინის შთაგონებით, მან ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო.

ბირჟაზე ვაჭრობა წარმატებული აღმოჩნდა. ძალიან მალე ძმები ინვესტიციებს ოჯახისთვის და მეგობრებისთვის დებდნენ. გზად კი აღმოაჩინეს, რომ სისტემა ძალიან რთული იყო.

“საბროკერო მოსაკრებლები წარმოუდგენლად მაღალი იყო ინდოეთში. სრულ განაკვეთზე მოვაჭრეებს ბევრი ბარიერი უნდა გაევლოთ.“

ამ პრობლემების გამო ბანგალორში დაბადებულმა ძმებმა საკუთარი დანაზოგით გადაწყვიტეს მარტივი და ხელმისაწვდომი საბროკერო პლატფორმის შექმნა.

„უცნაურად ჟღერს, მაგრამ პანდემია ჩვენთვის კარგი პერიოდი აღმოჩნდა“

კომპანია Zerodha, რომელიც სანსკრიტით ბარიერებს ნიშნავს, 2010 წელს დაარსდა.

დამწყებთა უმეტესობისგან განსხვავებით, კომპანიას არანაირი გარე ინვესტიცია არ ჩაუდია.

nikhil-kamath-2-1610867751.jpg

”ჩვენ ისე განსხვავდებოდით სხვა კომპანიებისგან, როგორც არასდროს, არ ავიღეთ სესხები, არ მოგვიზიდია რაიმე სახის კაპიტალი. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო უკეთესი პროდუქტის შექმნა“ - თქვა ნიქჰილმა.

მაგრამ 2020 წელს პანდემიის დროს ყველაფერი შეიცვალა. მსოფლიო მასიური დაბლოკვების დროს კომპანიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა გაორმაგდა და მომხმარებელთა რაოდენობამ 4 მილიონზე მეტი შეადგინა.

“უცნაურად ჟღერს, მაგრამ პანდემია ჩვენთვის კარგი პერიოდი აღმოჩნდა. ხალხს გაცილებით მეტი დრო ჰქონდა, სახლში იყო და ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ალტერნატიული შემოსავლის მოძიებაზე ფიქრობდნენ“ - თქვა მან.

სარისკო კაპიტალის ფირმის Sequoia India- ს მმართველის შაილეშ ლახანის განცხადებით, ეს შემთხვევა იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ დააჩქარა პანდემიამ მზარდი მოთხოვნა ინვესტიციებზე.

2020 წელს Zerodha პლატფორმის მეშვეობით ინვესტორის საშუალო ასაკი 32-დან 30 წლამდე დაეცა. (იქამდე ინვესტორთა ასაკი მკაცრად იყო განსაზღვრული და ახალგაზრდებს მსხვილი გარიგებების წარმოება არ შეეძლოთ).

“ამ მზარდმა ბაზარმა შეიძლება ხელი შეუწყოს სამომავლო გაფართოებას აშშ – ში“ - დასძინა ნიკჰილმა.

განაგრძეთ კითხვა

 

myquiz