უნდა მივაყოლოთ თუ არა საჭმელს წყალი? | Allnews.Ge

უნდა მივაყოლოთ თუ არა საჭმელს წყალი?

მეგობრებთან ერთად სადილობის დროს ალბათ არაერთხელ მიგიღიათ „კეთილი რჩევა“, რომ ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლება. თქვენმა მეგობარმა ეს გაფრთხილება, სავარაუდოდ, წლების წინ დედისგან გაიგო ან ინტერნეტში წაიკითხა - ასეთი ინფორმაცია ხომ ელვის სისწრაფით ვრცელდება. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კვების დროს ან უშუალოდ მისი დასრულების შემდეგ სითხის მიღება ხელს უშლის საკვების დაშლასა და მონელებას. ზოგი ამტკიცებს, რომ ამ დროს ორგანიზმში ტოქსინები გროვდება, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ჭიქა წყალს ჭამის დროს მართლაც

შეუძლია უარყოფითი გავლენის მოხდენა, თუ ეს უბრალოდ მითია?

 

„მას შემდეგ, რაც გამოვიკვლიე ეს საკითხი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოსაზრება მცდარია,“ - ამბობს დიეტოლოგი, The Bloated Belly Whisperer ავტორი ტამარა დაკერ ფრიუმანი.

საკვებთან ერთად წყლის მიღების მოწინააღმდეგეთა არგუმენტების საფუძველს ორგანიზმის მუშაობის არასწორი გაგება წარმოადგენს. უნდა ვიცოდეთ, რომ საჭმლის მონელება პირის ღრუდან იწყება, სადაც ის ქუცმაცდება, იწყება ლუკმის ფორმირება და ნახშირწყლების დაშლა. ამის შმედეგ ხახა ატარებს საკვებს, საიდანაც იგი ხვდება საყლაპავში, შემდეგ კი საჭმლის მომნელებელი სისტემის  ყველაზე ფართო ნაწილში, კუჭში გადადის. კუჭში იწყება ცილების დაშლა პეპსინის დახმარებით. იშლება ასევე რძის ცხიმი ლიპაზას დახმარებით. მარილმჟავა კი კლავს კუჭში მოხვედრილ ბაქტერიებს. კუჭიდან გათხევადებული საკვები თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის. შემდეგ კი წვრილ ნაწლავში გრძელდება ნივთიერებების დაშლა და დაშლილი საკვები შეწოვება სისხლში. ამის შემდეგ კი ანალური ხვრელის საშუალებით გამოიყოფა. ეს პროცესი 24-დან 72 საათამდე გრძელდება. 

 

იდეა იმის შესახებ, რომ წყალი კუჭში მომნელებელ წვენთან გაზავდება, სიმართლეს არ წარმოადგენს. უპირველესად, წყალი შეიწოვება კუჭში ძალიან მალე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი კუჭი წყლით იქნება სავსე, ეს არ შეუშლის ხელს მონელების პროცესს,“ - ამბობს ამერიკელი გასტროენტეროლოგი დებორა პროქტორი. მისი განმარტებით, წყალი ხელს არ უშლის ფერმენტების გააქტიურებას, რადგან ფერმენტები საკვებს „ებღაუჭებიან“ სითხის არსებობის მიუხედავადაც. 

არსებობს მოსაზრებაც, რომ წყალი ანელებს კუჭიდან წვრილ ნაწლავში საკვების გადასვლის პროცესს, რაც ეწინააღმდეგება მეცნიერების მოსაზრებებს. კვლევებმა აჩვენა, რომ სითხე არ ზემოქმედებს კუჭის დაცლაზე. 

მეგობრის რჩევის საწინააღმდეგოდ, წყლის მეღებამ, პირიქით, შეიძლება ხელი შეუწყოს მონელების პროცესს, განსაკუღებით კი ღეჭვისა და გადაყლაპვის დროს, რადგან საკვები უფრო მეტად დარბილებული იქნება, დარბილებული საკვები კი მონელების სხვა ეტაპებზეც უფრო მარტივად გადამუშავდება. 

ჭამის წინ წყლის დალევას კიდევ ერთი დადებითი ეფექტის მოხდენაც შეუძლია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანს სისავსის შეგრძნებას უჩენს. ისინი, ვისაც წონაში დაკლება სურთ, ხშირად მიმართავენ ამ ხერხს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამის ხარჯზე უარი არ უნდა თქვათ ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებზე. 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ საჭმლის მონელებასა და წყალთან დაკავშირებული მოსაზრებები მცდარია. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ იმდენი წყალი, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ და მაშინ, როცა გსურთ.