შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! - გაიცანით შშმ სპორტსმენი, რომელიც 300 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე ეტლით აცოცდა | Allnews.Ge

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! - გაიცანით შშმ სპორტსმენი, რომელიც 300 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე ეტლით აცოცდა

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!- ეს ფრაზა არაერთხელ გაგვიგია, თუმცა მას ხშირად ბოლომდე ვერ ვიაზრებთ.

ჰონგ-კონგელმა შშმ სპორტსმენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერი და დაუღალავ შრომისა და მონდომებას  აზრი ყოველთვის აქვს. ლაი ჩი-ვაი ჰონგ-კონგელი სპორტსმენია, რომელსაც ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია.

მიუხედავად ამისა, მან შეძლო და ჰონგ-კონგში 300 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე თოკის დახმარებით დამოუკიდებლად ავიდა და რეკორდიც დაამყარა. 37 წლის ლაის ამ რთული დავალების შესასრულებლად 10 საათი დასჭირდა!

Reuters-ის ინფორმაციით, ლაი სპორტს წლების განმავლობაში მისდევდა და მაღალ შენობებზე ასვლით რეკორდი არაერთხელ დაუმყარებია. 10 წლის წინ კი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, რის შემდეგაც წელს ქვემოთ პარალიზებულია.

„ზოგ ხალხს ჩვენი არ ესმის. მათ არ ესმით რა სირთულეებს ვაწყდებით ყოველდღიურად. მათ ჩვენ სუსტები და სხვაზე დამოკიდებულები ვგონივართ, რაც სამწუხაროა. მინდა დავამტკიცო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“-აცხადებს სპორტსმენი.