რამდენი ხანია საჭირო სხვადასხვა სახის საკვების მოსანელებლად და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ცოდნა | Allnews.Ge

რამდენი ხანია საჭირო სხვადასხვა სახის საკვების მოსანელებლად და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ცოდნა

საჭმლის გადამუშავების სისტემას და მის მწყობრში ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ჭარბი წონა გაწუხებთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი კვების რეჟიმი და ის, თუ რას მივირთმევთ ყოველდღიურად აისახება ჩვენს გარეგნობაზე.

რა თქმა უნდა, საჭმლის გადამუშავების პროცესი ყველასათვის ინდივიდუალურია ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, მეტაბოლიზმისა და თქვენ წარმოიდგინეთ, სქესის მიხედვითაც კი, მაგრამ არსებობს ზოგადი დასკვნა საკვებთან დაკავშირებით, რომელი უფრო მალე გადამუშავდება და რომელი უფრო რთულად.

ეს სტატია დაგეხმარებათ გაანალიზოთ თქვენი კვებითი მდგომარეობა და დაიცვათ ზომიერი დიეტა.     სწრაფადმონელებადი საკვები   ასეთი საკვების მიღების შემთხვევაში თქვენ მალევე გშივდებათ, რადგან გრძნობთ, რომ კუჭი ცარიელი გაქვთ. მიუხედავად ამისა, ასეთ საკვებს ენერგიის მომმატებელსაც უწოდებენ, თუმცა გამოუყენებელი გლუკოზა/ენერგია შესაძლოა სიმსუქნის მიზეზი გახდეს.

რთულადმონელებადი საკვები   ასეთი საკვები თქვენს გლუკოზას ნელა სწევს მაღლა და ენერგიაც დაბალანსებულია. თუმცა საჭმლისმომნელებელ სისტემას უჭირს მისი გადამუშავება და ყოველჯერზე ასეთი საკვების მიღება თქვენს კუჭ-ნაწლავს ტვირთავს და აზიანებს.

ასეთი საკვები რეკომენდირებულია მიიღოთ შუადღისით, რადგან ამ დროს თქვენი საჭმლისმომნელებელი სისტემა აქტიურია, ხოლო დილით და საღამოს უნდა ეცადოთ, რომ ადვილადმონელებადი საჭმელები მიიღოთ.   1. წყალი წყალს არანაირი დაბრკოლება არ ხვდება გადამუშვებისას, პირიქით, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა საჭმლის გადასამუშვებლად.     2. ხილის წვენი 15-20 წუთი     3. ნედლი ბოსტნეული 30-40 წუთი     4. შემწვარ-მოხარშული ბოსტნეული 40 წუთი   5.თევზი 45-60 წუთი   6. სალათა ზეთით 1 საათი   7. სახამებლიანი ბოსტნეული 1.5-2   8. მარცვლეული 2 საათი   9.რძის პროდუქტები 2 საათი   10. თხილი, კაკალი და ა.შ. 3 საათი   11. ქათამი 1.5 /2 საათი   12. ძროხის ხორცი 3 საათი   13. ცხვრის ხორცი 4 საათი   14. ღორის ხორცი 5 საათი