რატომ არის ყავა განსაკუთრებით სასარგებლო მამაკაცებისთვის?- ნახეთ ახალი კვლევის შედეგები | Allnews.Ge

რატომ არის ყავა განსაკუთრებით სასარგებლო მამაკაცებისთვის?- ნახეთ ახალი კვლევის შედეგები

ყავა მამაკაცებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა- ამ დასკვნამდე მივიდნენ ჩინეთის უნივერსიტეტის შენიანის საავადმყოფოს უროლოგები.

მეცნიერებმა გაანალიზეს ჩატარებული 16 კვლევის მონაცემები, რომელშიდაც მონაწილეობა მიღებული ჰქონდა მილიონამდე მამაკაცს. მათგან თითქმის 58 ათასს დადგენილი ჰქონდა "წინადმებარე ჯირკვლის კიბოს" დიაგნოზი. კვლევა ტარდებოდა აშშ-ში, კანადაში, იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში.

ანალიზით ცხადი გახდა, რომ რაც მეტ ყავას ღებულობდნენ მამაკაცები, მით ნაკლები ჰქონდათ პროსტატის კიბოს განვითარების რისკი. მაგალითად, მამაკაცებში, რომლებიც დღეში 2 ფინჯან ყავას მიირთმევდნენ, ეს რისკი 9%-ით უფრო დაბალი იყო. ყოველდღიურად თითოეული დამატებითი ფინჯანი ყავა პროსტატის კიბოს რისკს 1%-ით ამცირებდა.

ყავა აუმჯობესებს გლუკოზის ცვლას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური თვისებები და მოქმედებს სასქესო ჰორმონების დონეზე. მკვლევარების ვარაუდით, ამ სასმელის ყველა აღნიშნული თვისება შეიძლება მოქმედებდეს იმ ბიოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებისა და პროგრესირების საფუძველს წარმოადგენს.