როგორ გამოიყურება ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში

კალიფორნიაში, ბევერლი ჰილზის მდიდრულ უბანში მდებარეობს სახლი, რომელიც რომლის ფასიც აქამდე არსებულ ყველა რეკორდს მოხსნის.

CNN-ის ინფორმაციით, სახლს მისი მფლობელი აუქციონზე ყიდის. მდიდრული ვილის საწყისი ფასი 160 მილიონი დოლარია, თუმცა საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, სახლის ფასი დასახელებულ თანხას ბევრად გადააჭარბებს.

სახლის საერთო ფართობი 1 800 კვადრატული მეტრია. მასში 13 საძინებელი და 25 სააბაზანო ოთახია მოწყობილი.

სახლს გარშემო უზარმაზარი ეზო აქვს, სადაც სტუმრებისთვის დამატებით 3 მცირე ზომის სახლია განთავსებული.

ამას გარდა ეზოში სარბენი ბილიკი, საცურაო აუზი, ჯაკუზი, ტენისის კორტი და ავტოფარეხია მოწყობილი, რომელიც 30 ავტომობილს იტევს.

CNN-ის ინფორმაციით, სახლი აუქციონზე ონლაინ 26 იანვრიდან 6 დღის განმავლობაში იქნება განთავსებული, სადაც დაინტერესბულ პირებს სასურველი თანხის დასახელება შეუძლიათ.

myquiz