„შაურმა სტალინისგან“- როგორ გამოიყურება კვების ობიექტი მოსკოვში, სადაც შაურმას სახალხო კომისარიატის უნიფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები ამზადებენ | Allnews.Ge

„შაურმა სტალინისგან“- როგორ გამოიყურება კვების ობიექტი მოსკოვში, სადაც შაურმას სახალხო კომისარიატის უნიფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები ამზადებენ

რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მეტროსადგურ „ვოიკოვსკაიასთან“ საშაურმე „შაურმა სტალინისგან“ გახსნეს. საშაურმეში მომხმარებლებს სახალხო კომისარიატის უნიფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები ემსახურებოდნენ.

გახსნიდან პირველივე დღეს მათ 200-ზე მეტი შაურმა გაყიდეს.

საშაურმეში მომხმარებელს სულ 5 სახეობის პროდუქტს სთავაზობდნენ. ესენია: „სტალინური ორმაგი ხორცით”, „ბერიასგან ტყემლის საწებლით”, „ხრუშჩოვის ყველიან ლავაშში”, „სტანდარტი”, და „ასორტი”.

აღსანიშნავია, რომ გახსნიდან მე-2 დღეს მილიციამ მფლობელს საშაურმის დახურვა სთხოვა. მედიის ინფორმაციით, ამჟამად კვების ობიექტი დახურულია და მისი ბედი ჯერჯერობით უცნობია.