არ გადაყაროთ ამ 7 პროდუქტის კანი - ისინი რბილობზე სასარგებლოა! | Allnews.Ge

არ გადაყაროთ ამ 7 პროდუქტის კანი - ისინი რბილობზე სასარგებლოა!

ხილ-ბოსტნეული კარგად უნდა გარეცხოთ, გათალოთ და ისე მიირთვათ.ალბათ, უმეტესობა თქვენგანი სწორად ასე მიირთმევს მათ.თუმცა ბევრ ხილ-ბოსტანში მათი სასარგებლო თვისებები თავმოყრილი კანშია.

აუცილებლად უნდა გათალოთ ავოკადო, ტროპიკული ხილი, ნიორი,ხახვი, მაგრამ თავი შეიკავეთ ზოგიერთი ხილის გათლისაგან.ისინი ძალიან ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავენ. მაგალითად, ყურძნის კანი უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს ვიდრე მისი შიგთავსი.ისინი შეიცავენ ბოჭკოვანს, ვიტამინებსა და მინერალებს. ასევე, არ გათალოთ მსხალი, ატამი, ქლიავი, კიტრი,პომიდორი,გაგიკვირდებათ და, კივიც კი.

თუ რკინის ნაკლებობას უჩივით, გოგრის კანი არ გადააგდოთ,გამოაცხეთ და მიირთვით. იმ შემთხვევაში თუ ხილ-ბოსტნეულის კანიანად ჭამა მაინც არ შეგიძლიათ,მათი ნაფცქვენის გამოყენების რამდენიმე მეთოდს გასწავლით.

ვაშლი

 

მისი ქერქი საოცრად სასარგებლოა,გამოყენება კი მრავალმხრივ შეიძლება.ის უხსნად ბოჭკოებს,ვიტამინ A და C შეიცავს.მასში უამრავი ფლავანოიდებია.

•    ვაშლის ძმარი

 

ქილაში ჩაყარეთ ვაშლის ნაფრცქვენი, 2 ჭიქა წყალი დაასხით, დააყარეთ 2 ს/კ შაქარი.მოურიეთ კარგად. დააფარეთ ყავის ფილტრი და გააჩერეთ 1 კვირით, ოთახის ტემპერატურაზე. დღეში ერთხელ მოურიეთ ხოლმე. როცა ბუშტუკებს გაიკეთებს, გადმოწურეთ და გადაყარეთ ნაფრცქვენი. გაფილტრული შეინახეთ ისევ, სანამ სასურველ სიმჟავეს არ მიიღებს. შემდეგ ჩაასხით  ბოთლში, შეინახეთ მაცივარში, სასურველია ერთი წელი გააჩეროთ. ვაშლის ძმარი მზადაა, ძალიან უხდება სალათებს და სასარგებლოცაა.

 

•    სმუზი

ვაშლის ქერქის დამატება შეგიძლიათ სმუზებისთვის.მათ ახალ სიცოცხლესა და გემოს შემატებს.რაც მთავარია, უფრო მეტად ჯანსაღი იქნება თქვენი გემრიელობა.

•    ვაშლის ჩაი

3 ცალი ვაშლის ქერქი აადუღეთ,დაუმატეთ 1 ჩხირი დარიჩინი და 2ს/კ შაქარი. მოურიეთ კარგად, მიირთვით თბილ მდგომარეობაში.

•    ვაშლისა და ბოსტნეულის ჩიფსები

ვაშლის ნაფრცქვენს დააყარეთ 3 ს/კ შაქარი, 1 ს/კ დარიჩინი, კარგად აურიეთ და შედგით ღუმელში 150 გრადუსზე, ნახევარი საათით.

ასევე შეგიძლიათ სტაფილოსა და კარტოფილის ნაფრცქვენს დაასხათ ზეთისხილის ზეთი 2 ს/კ, 2 ს/კ ნივრის პუდრა , 2 ს/კ ხახვის პუდრა, 2 ს/კ პაპრიკა, 1 ს/კ მარილი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე, 8-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი შეგიძლიათ ახრამუნოთ და იყოთ მშვიდად,ვინაიდან სრულიად ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევთ.

 

ციტრუსის ცედრა

ციტრუსის ქერქი ძალიან სასარგებლოა, ამიტომაც ლიმონისა და ფორთოხლის ქერქი შეგიძლიათ გაყინოთ და სასმელში ჩააგდოთ.ნაწილი ქერქის გახეხოთ და სალათებს,ნაყინს მოაყაროთ.ეს თქვენს ნახელავს უცხო და პიკანტურ გემოს მისცემს.

ლიმონის ზეთი

2 ფინჯან ზეთისხილის ზეთს დაუმატეთ 4-6 ლიმონის ქერქი და წამოადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე, 15 წუთით.ამოიღეთ ქერქი, ჩაასხით ბოთლში და დახურულ მდგომარეობაში შეინახეთ მაცივარში 1 კვირით.უგემრიელესია სალათებისთვის.

ნაფრცქვენის გამოყენება სახლის გასასუფთავებლადაც შეგიძლიათ.

როგორ გავასუფთავოთ სამზარეულო ფორთოხლის ქერქისგან

2 ფინჯან თეთრ ძმარს დაუმატეთ 4 ცალი ფორთოხლის ქერქი და გააჩერეთ 1-2 დღე თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადმოყარეთ ქერქი, მიღებულ სითხეს დაუმატეთ ცოტა წყალი.ეს ნაზავი კი უკვე არის მულტიფუნქციური საწმენდი საშუალება თქვენი სამზარეულოსთვის.

როგორ გავასუფთავოთ სამზარეულოს ნიჟარა გრეიფრუტის ქერქისგან

3 ცალი გრეიფრუტის ქერქი დააქუცმაცეთ ბლენდერში, დაუმატეთ ½ ჭიქა საკვები სოდა და მოათავსეთ ქილაში. ის შესანიშნავად გაასუფთავებს თქვენი სამზარეულოს ნიჟარას.

 

myquiz