დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმის გლამურული ცხოვრება ესპანეთში - უგო ბაგრატიონის კარიერა და პირადი ცხოვრება | Allnews.Ge

დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმის გლამურული ცხოვრება ესპანეთში - უგო ბაგრატიონის კარიერა და პირადი ცხოვრება

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში მომხმარებლები უგო (გუარამ) ბაგრატიონ-მუხრანელის ფოტოებს აქტიურად აზიარებენ. ქართველი პრინცი, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ქორწინების დროს გაიცნო საზოგადოებამ, ძალიან მალე გახდა პოპულარული.

ცნობილია, რომ უგოს უფროს ძმას დავითს მონარქიის აღდგენის შემთხვევაში საქართველოს სამეფო ტახტზე პრეტენზია აქვს და წლების წინ მისი და ანა ბაგრატიონის ქორწინებაც სწორედ ამ მიზეზით შედგა. მართალია, ანასა და დავითის ქორწინება ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დიდხანს არ დარჩენილა მარტო, ცოტა ხსნის წინ მეორედ პრინცესა (როგორც მას საქართველოს სამეფო სახლი მოიხსენიებს) ირინა ბეგაშვილზე იქორწინა. ამით ანასა და დავის.

დავით და უგო ბაგრატიონები

 

სოციალურ ქსელში წერენ, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, დავითის მაგიერ უგო ბაგრატიონს ისურვებდნენ მეფედ. მართალია, ჯერჯერობით საქართველოში მონარქიის აღდგენა ჯერ კიდევ ხუმრობისა და კრიტიკის თემად რჩება, მაგრამ ახლოს გავიცნოთ უგო, იგივე გუარამ ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც მხოლოდ საქართველოში კი არა, მეორე სამშობლოში, ესპანეთშიც ძალიან პოპულარულია.

 

თუმცა უგო ბაგრატიონის გამეფების შემთხვევაში მინიმუმ დავითმა და დავითისა და ანას საერთო შვილმა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონმა უნდა თქვან ტახტზე უარი, რაც ცხადია, წარმოუდგენელია.

ასევე დაგაინტერესებთ  

1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს, ბაგრატიონების ნაწილი ევროპაში გადასახლდა. მათ შორის იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი ძე ირაკლი. ირაკლის შვილი გიორგი, ანუ ხორხე იტალიაში დაიბადა. მისი დედა გრაფის ქალიშვილი, მარი ანტუანეტ პასკუინი გახლდათ, რომელიც, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა. ხორხეს მამისგან საქართველოს სამეფო კარის თავკაცობა გადაეცა. ის გახლდათ ავტომოყვარული და ორჯერ "ფორმულა 1" -შიც სცადა მოხვედრა.

ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელმა პირველად მარია დე ლონზე იქორწინა. პირველ ქორწინებაში შეეძინა სამი შვილი: დავითი, ირაკლი და მარია ანტუანეტა. ხორხე ბაგრატიონმა მეორედ ნურია ლოპეს ოლიარტეზე იქორწინა და 1985 წლის 14 თებერვალს დაიბადა მეოთხე შვილი - უგო (გუარამ) ბაგრატიონი. უგო ბაგრატიონი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის მეოთხე შვილია მეორე ქორწინებიდან.

უგო ბაგრატიონის მშობლები - ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელი და ნურია ლოპეს ოლიარტე

 

ქართველი პრინცი დედის მხრიდან ნათესაურ კავშირშია ესპანელ დიდგვაროვნებთან. კარგი გარეგნობით წყალობით უგო სასურველი სასიძოა, არამხოლოდ ესპანეთსა და საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მის შესახებ ხშირად წერს ესპანური მედია. უყვარს გართობა, მოგზარობა, გატაცებულია ტექნო მუსიკით.

ხშირად სტუმრობს საქართველოს და მეგობრობს ბევრ თბილისელთან. მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს უფროს ძმა დავითთან. ძმები ხშირად ჩნდებიან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ბოლოს დავითი და უგო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც იმყოფებოდნენ.

უგო ბაგრატიონი ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად, თავისი ძმისშვილის, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის ნათლიაა. მოგეხსენებათ, რომ გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მონარქიის აღდგენის მსურველთათვის მომავალ მეფედ მოიაზრება. ის დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მცირეხნიანი ქორწინების დროს შეეძინათ.

უგო ბაგრატიონი ძმიშვილთან ერთად

 

უგო ბაგრატიონი ძირითადად ესპანეთში ცხოვრობს და ქონების საკითხებში საკონსულტაციო სააგენტოს, Berkshire Hathaway HomeServices Marbella-ს გუნდის წევრია და მრჩევლის თანამდებობა აქვს.

"წარმომავლობით ქართველი, გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც ათწლეულებია გამოცდილება აქვს გლობალური ბიზნესის განვითარების, გაყიდვებისა და ურთიერთობების მენეჯმენტში“, - ვკითხულობთ უგოს შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უგო ბაგრატიონი Marbella-ს გუნდთან ერთად

 

უგო ბაგრატიონს განათლება მიღებული აქვს მადრიდის, პარიზისა და ლონდონის ბიზნეს სკოლებში, სადაც ეუფლებოდა საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტს. სწავლის პერიოდში მან განავითარა საერთაშორისო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან და მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან აქვს მყარი კონტაქტები.

ბაგრატიონების წარმომადგენელი თავისუფლად საუბრობს ესპანურ და ინგლისურ ენებზე - "გარდა ამისა, არის სანდო და საიმედო მრჩეველი, რომელიც განაგრძობს პარტნიორობას მომხმარებლის საჭიროებების შესასრულებლად", - ვკითხულობთ Marbella-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უგო ბაგრატიონის ამჟამინდელი რჩეული ევროპული წარმოშობის გოგონაა, რომელთან ერთადაც ქართველი პრინცი ბევრს მოგზაურობს.

უგო ცუდად ფლობს ქართულ ენას, თუმცა როგორც მასთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, ძალიან არის შეყვარებული საქართველოზე და ამაში დიდი წვლილი, დედას მიუძღვის.