ნაკლებად ცნობილი ფაქტები პიერ კარდენზე | Allnews.Ge

ნაკლებად ცნობილი ფაქტები პიერ კარდენზე

2020 წლის 29 დეკემბერს მსოფლიო მოდა უეცარმა ამბავმა შეძრა. 98 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი.

იტალიაში დაბადებული ფრანგული მოდის დიზაინერი მისი ავანგარდული სტილით და კოსმოსური ხანის დიზაინით არის ცნობილი. კარდენი ხშირად უგულებელყოფდა ქალურ ფორმებს, უყვარდა ექსპერიმენტები.

1950 წელს დააარსა თავისი მოდის სახლი, ხოლო 1954 წელს შექმნა Bubble dress. ე.წ. “ბუშტის კაბა“, რომელიც დღემდე აქტუალურია. თანამედროვე მსოფლიოს მაღალი მოდის შემქმნელი, საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების და ევროპის უმსხვილესი მეწარმეების სიაში შედიოდა. მისი ბიზნესი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ბავშვობა

მარია მონტგნერისა და ალესანდრო კარდენის ვაჟი, პიედრო კონსტატე კარდენი 1922 წლის 2 ივლისს, ჩრდილოეთ იტალიაში, ტრევიზოს მახლობლად დაიბადა.

მისი მშობლები მდიდარი მიწათმფლობელები იყვნენ, მაგრამ ფაშიზმისთვის თავის დაღწევის მიზნით, 1924 წელს საფრანგეთში გადავიდნენ. კარდენი საფრანგეთში გაიზარდა და განათლებაც იქ მიიღო.

მომავალი ცნობილი დიზაინერი 14 წლის ასაკში ფირმა Paquin-ში, მამაკაცის ტანსაცმლის მკერავის მოწაფე გახდა. პარალელურად სწავლობდა მოდის დიზაინისა და კერვის საფუძვლებს.

1939 წელს მან სახლი დატოვა, მკერავთან სამუშაოდ ქალაქ ვიშში გადავიდა, სადაც ქალის კოსტიუმების დამზადება დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მუშაობდა წითელ ჯვარში. სწორედ ამ გაჭირვების გადალახვის შემდეგ, მისი მთავარი ინტერესის სფერო ქველმოქმედება და სხვების დახმარება გახდა, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა.

კარიერა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლის მიწურულს კარდენი პარიზში გადავიდა, სადაც არქიტექტურას სწავლობდა და თა ცნობილი დიზაინერის, Jeanne Paquin მოდის სახლში მუშაობდა. შემდეგ მუშაობდა ელზა სკიაპარელთან მანამ, სანამ 1947 წელს, კრისტიან დიორის სამკერვალო ატელიეს ხელმძღვანელი გახდებოდა, მაგრამ, ამავე დროს მოდის სახლის “ბალენსიასგან“ უარი ეთქვა.

ძვირადღირებული მოდის სახლი Balenciaga 1917 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ სან-სებასტიანში, ესპანეთში დააარსა. სახლი ამჟამად პარიზში მდებარეობს. ბალენსიაგა უკომპრომისო სტანდარტების შექმნით გამოირჩეოდა, რის გამოც კრისტიან დიორი მას არასერიოზულად აღიქვამდა. Balenciaga 1972 წელს დაიხურა, 1986 წელს კი ახალი მფლობელობით გაიხსნა.

1950 წელს კარდენმა საკუთარი მოდის სახლი დააარსა. მისი კარიერული აღმასვლა მაშინ დაიწყო, როდესაც 1951 წლის 3 სექტემბერს ვენეციის პალაცო ლაბიაში მასკარადისთვის, რომელსაც პალაცოს მეპატრონე კარლოს დე ბეისტეგი მასპინძლობდა, დაახლოებით 30 კოსტიუმი შექმნა.

1954 წელს პერმა წარმოადგინა ყველაზე ბრენდული "ბუშტის კაბა".

გასული საუკუნის 60-იან წლებში კარდენმა ჯგუფ “THE BEATLES“- თვის კოსტიუმები შექმნა.

ueiuerieriorei-1609407550.jpg

1970-იანი წლებიდან დაწყებულმა კარდენმა კიდევ ერთი ახალი ტენდენცია "mod chic" შექმნა. მან პირველმა გააერთიანა ძალიან მოკლე და ტერფამდე სიგრძის ნაჭრები. დაამუშავა კაბები სხვადასხვა გეომეტრიული ფორმებით, შექმნა კონტრასტი ტანისამოსში.

uy4euwsueeue-1609407589.jpg

1970 წელს, კოსმოსში გაფრენაზე მეოცებე კარდენი NASA- ს ეწვია. მოგვიანებით პიერმა კოსმონავტ ნილ არმსტრონგისთვის, რომელიც პირველი ადამიანია, ვინც მთავრეზე დაჯდა, კოსტიუმი შექმნა. ასევე შექმა კოსტიუმები NASA– ს თანამშრომლებისთვის.

1975 წელს კარდენმა გახსნა პირველი ავეჯის ბუტიკი Rue du Faubourg Saint-Honoré- ზე. ავეჯი შექმნილი მისი დიზაინით. 1977, 1979 და 1983 წლებში, საფრანგეთის მაღალი მოდის სეზონის ყველაზე კრეატიული კოლექციისთვის Cartier Golden Thimble ტიტული მიენიჭა.

განაგრძეთ კითხვა