Caterpillar Fungus- რა ღირს ყველაზე ძვირფასი პარაზიტი მსოფლიოში, რომლის ფასმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია | Allnews.Ge

Caterpillar Fungus- რა ღირს ყველაზე ძვირფასი პარაზიტი მსოფლიოში, რომლის ფასმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მუხლუხოვანი სოკო ტრადიციულ მედიცინაში მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენება, მაგრამ მასიური პოპულარობა ათწლეულების განმავლობაში მოიპოვა. მას შემდეგ სოკოს ფასი მხოლოდ იზრდება, დღევანდელი მონაცემებით ერთი კილოგრამი caterpillar fungus-ის სავარაუდო ღირებულება 84,966 დოლარია.

სოკო შორეულ ტიბეტის პლატოზე და ჰიმალაის მთებში იზრდება. მისი მოპოვება წარმოუდგენლად რთული საქმეა. ადგილობრივები მუხლუხოვანი პარაზიტის მოპოვებას სეზონზე დილიდან საღამომდე ცდილობენ. დღის ბოლოს კი სრულებით შესაძლებელია, ხელცარიელები დაბრუნდნენ სახლებში.

ნიუ-იორკში 1 გრამი მშრალი მუხლუხოს ფასი 30 დოლარს აღწევს. eBay- ზე მომწოდებლები გრამს 125 დოლარს აფასებენ.

 

სოკო ნეპალის, ტიბეტის, ინდოეთისა და ბუტანის რეგიონებში მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. მისი მოძებნა მკრეფავებს ბალახებს შორის, ხელების “ფათურით“ უწევთ.

ტრადიციულად, მუხლუხოვან სოკოს იმუნიტეტის ასამაღლებლად იყენებენ. ჰიმალაიში ამბობენ, რომ მას მამაკაცებში პოტენციის ამაღლების უნარი აქვს.

განაგრძეთ კითხვა