პლასტმასის გვირგვინი, ცხვარი, განდის სათვალე - 2020 წლის ყველაზე სანახაობრივი აუქციონის გაყიდვები | Allnews.Ge

პლასტმასის გვირგვინი, ცხვარი, განდის სათვალე - 2020 წლის ყველაზე სანახაობრივი აუქციონის გაყიდვები

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ეპატაჟური გადაწყვეტილებების მიღება სჩვევიათ. 2020 წელს ბევრი ასეთი შემთხვევა მოხდა. სხვადასხვა აუქციონებზე მილიონებად საოცარი ნივთი გაიყიდა. რამდენიმე მათგანი განხილვას ნამდვილად საჭიროებს.

მანგას ნამუშევრები: 48 387 აშშ დოლარი პოპულარულ იაპონურ კომიქსსა და მულტფილმის სტილს მანგას მთელ მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. თაყვანისმცემლებს სურთ პოპულარული ნამუშევრებისთვის დიდი თანხა გადაიხადონ. Saint Seiya 1987–1988 წლებში დამზადდა. მისმა კარგმა მდგომარეობამ და პოპულარობამ ფასიც განსაზღვრა. კომიქსები აუქციოზე 48 387 აშშ დოლარად გაიყიდა.   manga-1609319479.jpg

დისნეის შესასვლელის ნიშანი: 56,250 აშშ დოლარი მრავალი მსხვილი ბიზნესის მსგავსად, დისნეის ამ წელს გაუჭირდა, თუმცა გულშემატკივართა დამოკიდებულება უცვლელი დარჩა. შესასვლელის ნიშანი, რომელიც თავდაპირველად დისნეილენდში, კალიფორნიის საზღვარზე დონ დეფორის ეკიდა, აუქციონზე დიდი “ბრძოლის“ საგანი გახდა. ბრინჯაოს საკიდში 56,250 აშშ დოლარი გადაიხადეს. gitara-1609319572.jpg   ერთი ბოთლი წითელი ღვინო: 74,000 აშშ დოლარი ივლისში, 1951 წლის იშვიათი გამოშვება ყველაზე ძვირად ღირებული ღვინის ბოთლი გახდა, რომელიც ოდესმე გაიყიდა. მიმოქცევაში არსებული 20-ზე ნაკლები ბოთლიდან, აუქციონზე თითო ეგზემპლარი 74,000 აშშ დოლარად გაიყიდა. gvino-1609319610.jpg   მოტოციკლი: 225 500 აშშ დოლარი 1911 წელს წარმოებული Arrow Four ერთ - ერთი ყველაზე სასურველი მანქანაა, რომელიც 1900 – იანი წლების დასაწყისში “პირსმა“ შექმნა. კომპანია თავის დროზე Rolls-Royce– ს უწევდა კონკურეციას. აუქციონზე გატანილ მოდელს რესტავრირება არასდროს ჩატარებია, იგი სრულყოფილად არის შენახული. მოტოციკლი 225,500 აშშ დოლარად გაიყიდა. moto-1609319844.jpg პოკემონის ბარათი: 236 831 აშშ დოლარი ბარათების შეგროვება ბევრისთვის საყვარელი საქმიანობაა. მაგრამ, როდესაც ბევრი ფული გაქვს, ვითარება უფრო სერიოზულადაა. პოკემონის პიქტოგრამა განსაკუთრებით იშვიათ ბარათად ითვლება. 1998 წელს, მისი მიღება მხოლოდ იაპონიის კომიქსების კონკურსის საშუალებით შეიძლებოდა. Pikachu Illustrator გახდა ყველაზე ძვირად ღირებული პოკემონის ბარათი, რომელიც ოდესმე გაიყიდა. ივლისში კოლექციონერმა ის 236 831 დოლარად შეიძინა. ilust-1609319874.jpg განდის სათვალე: 340,000 აშშ დოლარი მაჰათმა განდის სათვალეები აგვისტოში, აღმოსავლეთის ბრისტოლის აუქციონზე 340,000 აშშ დოლარად გაიყიდა. იდუმალებით მოცული, მოოქროვილი სათვალე აუქციონის სახლის კართან იპოვეს. წერილში ეწერა, რომ სათვალის გაყიდვიდან შემოსული თანხა გაჭირვებულებს უნდა მოხმარებოდა. შესაბამისად, ქველმოქმედების მიზნით, სათვალე 17-ჯერ მეტ ფასად გაიყიდა, ვიდრე მისი ღირებულება იყო. gandi-1609319961.jpg ცხვარი: 477,000 აშშ დოლარი გენეტიკურად სრულყოფილი ცხვარის შესაძენად სელექციონერები დიდ თანხებს იხდიან. აგვისტოში აუქციონის მოსაგებად სამი სელექციონერი შეიკრიბა, მათ პრემიუმ ჯიშის ცხვარში 477 ათასი დოლარი გადაიხადეს. bekeka-1609319989.jpg

განაგრძეთ კითხვა

myquiz