ცნობილი კომიკოსები, რომლებიც სინამდვილეში დეპრესიით იტანჯებიან და მძიმე ცხოვრება აქვთ | Allnews.Ge

ცნობილი კომიკოსები, რომლებიც სინამდვილეში დეპრესიით იტანჯებიან და მძიმე ცხოვრება აქვთ

ყოველთვის, როდესაც ჯიმ ქერის ვუყურებთ, ან თუნდაც ექიმი ჰაუსის შემსრულებელ მსახიობ ჰიუ ლორის, ღიმილი გვეფინება სახეზე. მათი პერსონაჟები ეკრანიდან დადებით ემოციებს გვაძლევენ, კარგ განწყობას გვიქმნიან, მაგრამ მომღიმარი სახის უკან ყოველთვის ასევე მომღიმარი სული არ იმალება.

რობინ უილიამსი- მაყურებელს ახსოვს კომედიური ჟანრის ფილმებიდან, როგორებიცაა “ჯუმანჯი", “ღამე მუზეუმში", “მისის დაუტფაირი" და სხვები. სწორედ ამიტომ, 2014 წელს მისი თვითმკვლელობის შესახებ ამბავმა ყველა შოკში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი ებრძოდა დეპრესიას, ნარკოტიკებისადმი დამოიდებულებას და ალკჰოლს. მსახიობის მეუღლემ ისიც გაამხილა, რომ მამაკაცი ბოლო პერიოდში პარკინსონის დაავადებითაც იტანჯებოდა.

ჰიუ ლორი- ნერვული აშლილობა და დეპრესია ჰიუ ლორის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში აღენიშნებოდა, თუმცა მკურნალობა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც დაავადება ქრონიკულში გადაუვიდა და ახლობლებს აგრესიულად ეპყრობოდა. მსახიობის თქმით, დეპრესიასთან ბრძოლაში მას ყველაზე მეტად მუსიკა დაეხმარა.

ჯიმ ქერი- ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომიკოსი ჰოლივუდში ასევე დეპრესიით იტანჯება. ბავშვობაში ის იტანჯებოდა ჰიპერაქტიურობისგან და ყურადღების დეფიციტის სინდრომისგან. განსაკუთრებით დეპრესიული გახდა მასინ, როდესაც შეყვარებულს, ჯენი მაკარტის დაშორდა. ამბობენ იმასაც, რომ წლების განმავლობაში ცდილობდა თავის მოკვლას და დასახმარებლად ფსიქოლოგებს მიმართავდა.   ბენი ჰილი- გასული საუკუნის მეორე ნახევარში ბენი ძალიან წარმატებული და მოთხოვდადი კომიკოსი იყო. ის დასცინოდა ცნობილ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, აჩვენებდა შოუზე სხვადასხვა ტრიუკებს. მას შემდეგ, რაც მისი შოუ დაიხურა, ჰილი დეპრესიაში ჩავარდა, ალკოჰოლს მიეძალა და გაუჩინარდა. კომიკოსი 1922 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით.   ოუენ უილსონი- საკმაოდ ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობი. მისი ცხოვრება უკან წავიდა მსახიობ ქეით ჰადსონთან განშორების შემდეგ. უილსონმა თავის მოკვლაც კი სცადა, მაგრამ საბედნიეროდ საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს და გადაარჩინეს.