4 ყველაზე უცნაური და სახალისო შეჯიბრი მსოფლიოში | Allnews.Ge

4 ყველაზე უცნაური და სახალისო შეჯიბრი მსოფლიოში

დღესდღეობით მსოფლიოში სპორტის უამრავი სახეობა და შეჯიბრი არსებობს. მათი ნაწილი საერთაშორისოდაა აღიარებული და თითქმის ყველა ქვეყანაში პოპულარულია.

თუმცა არსებობს სპორტის ისეთი იშვიათი და უნიკალური სახეობები, რომელთა შესახებაც, ძალიან ცოტამ იცის და მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაშია პოპულარული. დღევანდელ სტატიაში 4 ასეთ უცნაურ შეჯიბრს გთავაზობთ.

გაყინული მკვდრის დღეები, აშშ

აშშ-ის შტატ კოლორადოში ყოველწლიურად საკმაოდ უცნაური შეჯიბრი- გაყინული მკვდრის დღეები იმართება.

უჩვეულო შეჯიბრი სათავეს 1993 წლიდან იღებს. კოლორადოს მთიან რეგიონში ნორვეგიელი მამაკაცი გარდაიცვალა, რომლის გადასვენებაც გარკვეული დროით შეფერხდა და მისი ცხედარი თოვლში ჰქონდათ შენახული.

2003 წლიდან ადგილობრივებმა ამ მოვლენის საპატივცემულოდ შეჯიბრებების გამართვა დაიწყეს. 7 კაცით დაკომპლექტებული გუნდიდან 1 კუბოში წვება, დანარჩენ ექვსს კი ის 27 კილომეტრის მოშორებით გადაჰყავს. შეჯიბრი კოლორადოში ძალიან პოპულარულია. მასში ყოველ წელს ათობით ჯგუფი მონაწილეობს, ათასობით ადამიანი კი თვალს ადევნებს.

 

მსოფლიოში ყველაზე უშნო ძაღლების კონკურსი, აშშ

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ პეტალუმაში ყოველ წელს იმართება შეჯიბრი, რომლის მიზანიც პლანეტის ყველაზე უშნო ძაღლის გამოვლენაა.

კონკურსი სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს. შეჯიბრის სახელის მიუხედავად ის საკმაოდ სახალისოდ მიმდინარეობს. როგორც წესი, მისი მონაწილე ძაღლების უმეტესობა ახალმა პატრონებმა თავშესაფრიდან წამოიყვანეს.

 

მსოფლიოს წვერისა და ულვაშის ჩემპიონატი

უკვე რამდენიმე წელია რაც მსოფლიოში წვერისა და ულვაშის საერთაშორისო ჩემპიონატი იმართება, რომლის მონაწილეებიც წვერის ორიგინალური ვარცხნილობით ცდილობენ თავი გამოიჩინონ.

კონკურსს კონკრეტული ლოკაცია არ აქვს და როგორც წესი ის აშშ-ში, ავსტრალიაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში იმართება. ჩემპიონატი ყოველ მეორე წელს ტარდება.

იმისათვის, რომ ჩემპიონატის მონაწილეებისთვის თანაბარი პირობები ყოფილიყო, მისმა ორგანიზატორებმა 16 სხვადასხვა კატეგორია მოიფიქრეს და თითოეულ მათგანს ერთი გამარჯვებული ჰყავს.

 

ჭაობიან წყალში ცურვა, გაერთიანებული სამეფო

უელსში, გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად არანაკლებ უჩვეულო და უცნაური შეჯიბრი იმართება.

კონკურსი სათავეს 1986 წლიდან იღებს. არავინ იცის რატომ გადაწყვიტეს მისმა შემქმნელებმა მაინცდამაინც ჭაობიან წყალში ცურვის კონკურსის გამართვა. მისმა მონაწილეებმა დაახლოებით 60 მეტრის სიგრძის ჭაობიან არხში უნდა გაცურონ, რაც არც ისე მარტივი შესასრულებელია.

კონკურსი ძალიან სახალისო აღმოჩნდა და მასში მონაწილეობის სურვილი ყოველწლიურად უამრავ ადამიანს აქვს.