2020 წელი თანამედროვე ისტორიაში ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდი იყო - დრო, რომელმაც თითქმის ყველა ადამიანზე, ყველა სფეროზე, ყველა პროფესიაზე და ყველა სოციალურ ფენაზე მოახდინა გავლენა.
პანდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და რიტმი, შეგვაჩვია აკრძალვებისა და შეზღუდვების პირობებში ცხოვრებას.
ვნახოთ ფოტოებზე აღბეჭდილი 1 წელი - 2020 და მსოფლიო:
1 იანვარი, ნიუ-იორკი - The New York Times 8 იანვარი - ირანში, თეირანთან ახლოს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მაშველთა ჯგუფი მუშაობს/AP 16 იანვარი - სექსუალრ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინი მაჰეტენის სასამართლო დარბაზის დატოვებისას/AP 15 იანვარი, სირია - სირიელი ბიჭუნა ქალაქ არიჰას ევაკუაციისას, რომელზეც საჰაერო თავდასხმა განხორციელდა 22 მარტი, ესპანეთი - პოლიციელის დეზინფექცია 28 მარტი, პარიზი - მეზობლები აივნებიდან ესაუბრებიან ერთმანეთს, საფრანგეთში კი ამ დროს უკვე კარანტინის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს
28 მარტი, სამხრეთ აფრიკა, იოჰანესბურგი - პოლიცია მოითხოვს, რომ ადამიანებმა გადმოიხედონ აივნებიდან, რათა დარწმუნდნე, რომ ისინი კარანტინის წესებს არ არღვევენ 16 აპილი - პალესტინელი ქალი შვილებს კომბოსტოს ფოთლების პირბადეს უკეთებს, რათა ისინი კორონავირუსისგან დაიცვას 30 აპრილი, ირანი - ირანელი ქალები კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობით დაკრძალვაზე 10 მაისი და უჩვეულოდ ცარიელი პარიზი 31 მაისი, მინეაპოლისი - სამართალდამცველები და ადამიანები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ 22 ივნისი, ესპანეთი, მოხუცთა თავშესაფარი - 81 წლის აგუსტინა და 84 წლის პასკუალი კორონავირუსისგან თავდასაცავად ასე ეფერებიან ერთმანეთს. ეს ფოტო 2020 წლის სიმბოლოდ იქცა. 30 ივნისი, ჩეხეთი, პრაღა - მოქალაქეებმა 500-მეტრიანი მაგიდა გაშალეს და ასე აღნიშნეს კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 12 ივნისი, გერმანია, დიუზელდორფი - სოციალური დისტანცია 16 ივლისი, აშშ, ლას ვეგასი - კომეტა Neowise, რომლის დახნაც შეუარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელი იყო 17 ივლისი, ბრიუსელი - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბულგარეთის პრემიმერ-მინისტრს მიანიშნებს, რომ პირბადე ცხვირს არ უფარავს 29 ივლისი, მექა - მუსლიმი პილიგრიმები ქააბას გარშემო დადიან სოციალური დისტანციის დაცვით 1-ლი აგვისტო, აშშ, კალიფორმანი - თაგვი, რომელიც ხანძარს გაურბის 18 აგვისტო, შვეიცარია - ძროხა, რომელმაც ფეხი დაიზიანა მთიდან ბარში სამკურნალოდ ასეთი ფორმით გადაჰყავთ 7 ოქტომბერი, იემენი - იემენელი მოსწავლეები სკოლაში აკადემიური წლის პირველ დღეს. სკოლის შენობა ომის შედეგად დაინგრა და სწავლის პროცესი ნანგრევებში მიმდინარეობს. 3 ნოემბერი და ფოტო, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სიმბოლოდ იქცა
26 ოქტომბერი, პოლონეთი ვარშავა - მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას აბორტის აკრძალვის შესახებ 14 ნომბერი - სოფელი მთიანი ყარაბაღიდან 18 ნოემბერი - ასე მიაქვს პატარა სახლი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ერთ-ერთ მოქალაქეს მას შემდეგ, რაც ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა 15 ნოემბერი, მოლდოვა - საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადასატანი ყუთი კორონავირუსისგან თავის დასაცავი აღჭურვილობით შემოსილ ადამიანებს დაჰქონდათ 24 ნოემბერი, გერმანია, ფრანკფურტი - რესტორანი ლუდითა და სათამაშო პანდებით გააფორმეს 14 დეკემბერი - მზის დაბნელება და ფოტო არგენტინიდან წყარო: euronews.com