როგორ გამოიყურება კომპლექსი ბათუმში, რომელიც 7,5 მლნ ლარზე მეტი ღირს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება კომპლექსი ბათუმში, რომელიც 7,5 მლნ ლარზე მეტი ღირს

ბათუმში იყიდება ბინა, რომლის ღირებულება 7 521 000 ლარს ( 2 300 000 აშშ დოლარი) შეადგენს. როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპლექსის საერთო ფართობი 580 კვ.მ-ია. ამასთან, აქვს 4 ოთახი, აქედან 3 საძინებელი.

"ექსკლუზიურად! გამოტანილია გასაყიდად! პენდჰაუსი 580 მ2. დუპლექსური ტიპის აპარტამენტი, ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსის 7_8/8 სართულზე. ქალაქ ბათუმის ცენტრში. ულამაზესი და უიშვიათესი ხედებით ზღვაზე და ბათუმზე. სამზარეულო_ სასადილო სტუდიოს ტიპის, იკეტება დამოუკიდებლად სლაიდი კედლით, ასვე ხდება ერთიანი სივრცე 100მ2. თავისი ორი მოსასვენებელი სივრცეებით ტელევიზორის და ბუხრის ადგილებით. განთავსებულია 3 საძინებელი (მასტერ ბედრუმი, გარდერობებით, სველი წერტილებით - თითო 40 მ2მდე ) ვერანდები ორივე სართულზე შეადგენს 230მ2.

0-740ad4b7-a7c6-4351-a546-662fbadb67d0-1609148505.jpg 1-e8cf0a3b-8833-46d2-bb3d-144975143ec8-1609148526.jpg

ბოლო სართულზე მოწყობილია აუზი 40მ2. მოსასვენებელი სივრცე, სავარჯიშო დარბაზი თავისი ტრენაჟორებით. საუნა, 1 სველი წერტილით და აუზიდან შემდეგ გადასავლები დუშით. 1 დონეზე _ აივანზე ბარბექიუს მოწყობილობა, საპიკნიკე სივრცით. საცხოვრებელი ფართი შეადგენს _ 350მ2; ტერასები - 230 მ2; გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სარემონტო თუ სამშენებლო მასალა, კონდენცირება_გათბობა, იატაკის გათბობებით. ძვირადღირებული ბუხრით. კომპლექსს ემსახურება 24 საათიანი რეცეპშენი; ,,კონეს,, ლიფთი. ყველა სართულზე დამცავი და სათვალთვალო კამერების სისტემით. სადარბაზოს კედლები და იატაკი მოპირკეთებულია მთლიანად ქვაში. მიწისქვეშა პარკირება, 5 ავტომანქანაზე მოჰყვება აპარტამენტს. დალაგების სერვისი. დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ავეჯი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა",-აღნიშნულია განცხადებაში.   3-2a14ddbf-f2d8-4f54-8b13-247cf23c39e4-1609148542.jpg 6-21843f74-b9a1-4822-ad24-6399f30791da-1609148560.jpg 16-8917be37-7063-43eb-98aa-e2998104e101-1609148648.jpg განაგრძეთ კითხვა