ცხოვრება როგორც ზღაპარში - რა ღირს ჰოლივუდის ვარსკვლავების გამორჩეული ვილები | Allnews.Ge

ცხოვრება როგორც ზღაპარში - რა ღირს ჰოლივუდის ვარსკვლავების გამორჩეული ვილები

მსახიობების ცხოვრების წესი, რომელიც ყველასგან განსხვავდება, არავის უკვირს. აშშ-ის მილიონერები ფლობენ თვითმფრინავებს, ბრილიანტებს, კომპანიებს, კოლექციებს და კუნძულებსაც კი.

ნაწილი ცხოვრებას ოკეანის სანაპიროზე ირჩევს, ზოგიერთი კი თავს კარგად ხის ინტერიერში გრძნობს. გთავაზობთ 10 გამორჩეულ საცხოვრებელს, რომელიც ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. 132638470-209862654080619-1852287904005772314-n-1608890153.jpg   ჯონ ტრავოლტა - ფლორიდა, 12 მილიონი დოლარი ლეგენდარული მსახიობი, ჯონ ტრავოლტა თავისი უნიკალური ნიჭით 1970-იანი წლების ბოლოდან არის ცნობილი. მსახიობი ამჟამად 160 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს. ტრავლოტამ ფლორიდაში მისი ოცნების ვილა 12 მილიონ დოლარად ააშენა. საცხოვრებელ კომპლექსში გამოყოფილია ადგილი მისი ბოინგისთვის, ასევე მოწყობილი აქვს მინი აეროპორტი. ვილას აქვს უზარმაზარი ფანჯრები ბუნებრივი განათებისთვის. გოლფის მოედანი, სპორტული კომპლექტი და ა.შ. 132566734-449477522886995-6858518765431675350-n-1608890252.jpg ბრიუს უილისი - ნიუ იორკი, 9 მილიონი დოლარი Die Hard ვარსკვლავს ბრიუს უილისს, მრავალწლიანმა წარმატებამ მდიდრული და კომერციული საცხოვრებელი ფართების ფლობის საშუალება მისცა. უილისი ფლობს ვილებს ჰეილის და აიდაჰოს მიდამოებში. 2014 წელს მან ახალი სახლების სიას 22-ჰექტრიანი ბედფორდის საცხოვრებელი კომპლექტი დაამატა, ასევე შეიძინა ნიუ – იორკში მდებარე ქონება 9 მილიონ დოლარად. ამჟამად სახლის ფასი 13 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. 132573576-697490264104515-4222799694707156955-n-1608890285.jpg ლეონარდო დიკაპრიო - ბელიზა, 1,75 მილიონი დოლარი ბევრ ცნობილ ადამიანს არ შეუძლია თქვას, რომ იგი კუნძულს ფლობს. 2005 წელს ლეონარდო დი კაპრიომ ბელიზის Blackadore Caye 104 ჰექტრიანი კუნძული 1,75 მილიონ დოლარად შეიძინა. კუნძულზე მდებარეობს 36 ვილა, რომელთაგან თითოეული 5 მილიონი დოლარი ღირს. 132570726-322931162173263-3046949160310603841-n-1608890312.jpg ედი მერფი - როსტერი ქეი, 15 მილიონი დოლარი კომედიის ლეგენდა, ედი მერფი დიდძალ ქონებასთან ერთად, გამორჩეულ ვილასაც ფლობს. მსახიობმა 2007 წელს ბაჰამის კუნძულებზე მდებარე Rooster Cay Island 15 მილიონ დოლარად შეიძინა. კერძო კუნძულზე მდებარე ვილა 6 ჰექტარზეა გადანაწილებული. ედი მერფის კუნძულს ხშირად სტუმრობენ მსახიობის მეგობრები, რადგან ყველა აღნიშნავს, რომ მსგავსი მონაცემები და კომფორტი, ჰოლივუდში იშვიათია. 132506680-1015736635604773-2499989809726775215-n-1608890338.jpg ჯულია რობერტსი - მალიბუ, 4,5 მილიონი დოლარი რამდენადაც ავტომობილების არჩევაში მოკრძალებულია მშვენიერი და გლამურული ჯულია რობერტსი, იმდენად ხელგაშლილია საცხოვრებელი სახლების შეძენისას. მალიბუში მდებარე რანჩოს სტილის სახლი მან 4.5 მილიონ დოლარად შეიძია. საცხოვრებელი ახლა თვეში 10 500 დოლარად ქირავდება. ქონება უნიკალურია. მას აქვს კერძო პლაჟი და მოწყვეტილია საზოგადოებისგან. იგი მდიდარია დეკორით, ხის ხის იატაკებით და ქვებით მორთული მისაღები ოთახით, ბუხართან ერთად.   132571701-762307614371968-5143554725821964675-n-1608890388.jpg კრის ჰემსვორთი - ბაირონის ყურე, 15 მილიონი დოლარი მსოფლიოს ერთ-ერთი სიმპათიური მსახიობი, კრის ჰემსვორთი ბაირონის ყურეში მდებარე 15-მილიონიან ვილას ფლობს. სასახლის განახლებასა და გაფორმება, რომელიც აღჭურვილია 8 საძინებლით და 11 სველი წერტილით, მსახიობს 8 მილიონი დოლარი დაუჯდა. მას აქვს კერძო ხედი ზღვაზე. ზღვის სანაპიროზე მდებარე ულამაზეს სახლს ასევე აქვს დიდი ლაგუნას აუზი.

განაგრძეთ კითხვა