რა დადებითი და უარყოფითი თვისებები ახასიათებს მანდარინს და როდისაა მისი მირთმევა რეკომენდირებული? | Allnews.Ge

რა დადებითი და უარყოფითი თვისებები ახასიათებს მანდარინს და როდისაა მისი მირთმევა რეკომენდირებული?

ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც მანდარინი არ უყვარს. მისი სპეციფიკური სუნი, ზოგისატვის ახალიწლის მოახლოებასტან და მის სურნელთან ასოცირდება. გარდა იმისა, რომ მოცემული ციტრული უგემრიელესია, გამოირჩევა უამრავი სასარგებლო თვისებით, რაც ჩვენ ორგანიზმს ეხმარება სწორად ფუნქციონირებაში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სასარგებლოა არა მხოლოდ მანდარინის რბილობი, არამედ მისი კანიც. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს შეიცავს მანდარინის ქერქი, რომელიც, ასევე, მდიდარია ეთერზეთებით და კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა ნერვული აშლილობისა და უძილობის დროს. 2 სადილის კოვზ მანდარინის კანს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, აცადეთ შეგრილება და შემდეგ ეს ნაყენი დალიეთ.

მანდარინი დიდი რაოდენობით შეიცავს ფენოლიკურ ამინომჟავას, რომელსაც ეწოდება სინეფრინი. ეს კარგად ცნობილი შეშუპების და შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებაა. ლორწოსაგან ფილტვების გასათავისუფლებლად რეკომენდებულია ყოველ დილას ერთი ჭიქა მანდარინის წვენის დალევა.

მანდარინის ახლად გამოწურული წვენი კლავს ზოგიერთი სახის სოკოს (ტრიქოფიტია, მიკროსპორია). სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ საჭიროა მრავალჯერადად იქნას შეზელილი მათში მანდარინის ნაყოფისა და კანისგან მიღებული წვენი. მანდარინის წვენი გამოიყენება კანის დაავადების დროსაც. მუდმივად მოხმარების შემთხვევაში სახიდან აქრობს ლაქებს.   მანდარინს საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია. მისი ქერქიც კი სასარგებლოა. რბილობი შეიცავს შაქარს, ლიმონმჟავას, ვიტამინებს. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია. მისი მიღება ზამთარში ზრდის სხეულის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებებზე, ამ ხილს აქვს უნარი გაზარდოს მადა და გააუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლა. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის და ავადმყოფი ადამიანებისათვის.

C და P ვიტამინების წყალობით მანდარინი აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილში კოლაგენის სინთეზს, რის შედეგადაც კანი ხდება ელასტიკური და მკვრივი, უმჯობესდება ასევე, ღრძილების მდგომარეობა. მანდარინი არა მარტო ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს, არამედ გიცავთ პაროდონტოზისგანაც. ის შეიცავს კალიუმსა და კალციუმს, რომლებიც საჭიროა ძვლების, კბილებისა და კუნთოვანი ქსოვილებისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა მანდარინი ორგანიზმში სითხის დაგროვებისა და ღამით ფეხის კუნთების კრუნჩხვის დასათრგუნავად.

მიუხედავად იმისა, რომ მანდარინი მართლაც უნიკალური ტვისებების მატარებელია, მისი დიდი რაოდენობიტ მირთმევა არაა რეკომენდირებული, განსაკუთრებით მათთვის ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ, რადგან ასეთ დროს შესაძლოა ზიანი მივაყენოთ ცვენ ორგანიზმს.