5 შვილი და ბავშვობაში გადატანილი ტრაგედია, რომელმაც მისი ბედი შეცვალა - უცნობი ფაქტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორზე | Allnews.Ge

5 შვილი და ბავშვობაში გადატანილი ტრაგედია, რომელმაც მისი ბედი შეცვალა - უცნობი ფაქტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორზე

დღეს ამ ადამიანზე ცნობილი ალბათ არავინაა მთელ დედამიწაზე. მის განცხადებებს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ელოდება, უსმენს, ზოგი უჯერებს და ზოგიც არ ენდობა. ზოგი ვერ იტანს და ზოგი სიტყვასიტყვით იმეორებს მის ნათქვამს. ვინ არის ტედროს ადანომ გებრეისუსი და ვინ უმაგრებს ზურგს ადამიანს, რომელსაც საკმაოდ დიდი მისია აკისრია.

1965 წლის 3 მარტს დაიბადა ეთიოპიაში, ქალაქ ასმერში, ინჟინრისა და დიასახლისის ოჯახში. მისი ოჯახი ტიგრაის აურაჯის პროვინციაში ცხოვრობდა, ენდერტის ტომს წარმოადგენდნენ. როგორც ტედროსი იხსენებს, ბავშვობიდან გააცნობიერა, რა იყო ტანჯვა და სიკვდილი, რომელსაც მალარია იწვევდა, მათ ტერიტორიაზე გამეფებული საშინელი დაავადება. მისი უმცროსი ძმა 3 წლის ასაკში გარდაიცვალა, სავარაუდოდ წითელით. "ვერ მივიღე ეს საშინელება... დღემდე ვერ ვაცნობიერებ ბოლომდე", - ამბობს ხოლმე ტედროსი ძმის გარდაცვალების შესახებ.

ამ ტრაგედიამ დიდი გავლენა იქონია ტედროსის მომავალ ბედსა და საქმიანობაზე. ასმერის უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრდა და შემდეგ ოთხი წელი დანიაში ისწავლა ჯანდაცვის მიმართულებით. მაშინვე დაიწყო ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ეთიოპიასა და მსგავს ქვეყნებში უამრავი ადამიანი ეწირება დღესაც, და ეს იმ დროს, როცა სხვა ქვეყნებში ბავშვებისთვის ჩვეულებრივ არის მისაწვდომი ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება.

მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში მიიღო მაგისტრის ხარისხი ინფექციური დაავადებების იმუნოლოგიის განხრით და უკვე 1997 წელს შვედეთის უნივერსალური ცენტრის თანამშრომელი გახდა. "რატომ იხოცებიან ადამიანები, როცა ჩვენ გვაქვს სახსრები?" - ამ შეკითხვით ის ხშირად მიმართავდა მთავრობებს და საზოგადოებას.

  2000 წელს ნოტინგემის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო "საზოგადოებრივი ჯანდაცვის" სპეციალობით. მისი დისერტაცია ეძღვნებოდა ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მალარიის პრობლემებს. ამ დისერტაციისთვის "წლის ახალგაზრდა მკვლევრად" აღიარა ამერიკის ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის საზოგადოებამ. mshoblebi შემდგომ იყო ბევრი კვლევა, პუბლიკაცია, ნაშრომი გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით. 2001-2003 წელს მშობლიური ტიგრაის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2003 წელს ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ - მინისტრი. მინისტრობის პერიოდში გაატარა რიგი რეფორმები ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, რათა სამედიცინო დახმარება ყველასთვის მისაწვდომი ყოფილიყო. გახსნა ათასობით სამედიცინო პუნქტი და 7-ჯერ გაზარდა ჯანდაცვის მუშაკთა რიცხვი. უკეთებდა ორგანიზებას, რომ უცხოური ინვესტიციები, ძირითადად, კლინტონის ფონდიდან და გეიტსების ფონდიდან, ჯანდაცვას მოხმარებოდა.

მისი მოღვაწეობის პერიოდში ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა მალარიით, ქოლერით, ტუბერკულოზით და სხვა დაავადებებით. 2012 წლიდან ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა. 2017 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორია. mshoblebi რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ტედროს ცოლი და ხუთი შვილი ჰყავს, რომელთაც უთმობს თავისუფალ დროს. ასევე უყვარს მოგზაურობა და მსოფლიო ისტორიაზე ნამუშევრების კითხვა. mshoblebi ტედროსი ქალიშვილთან ერთად