რატომ ჰგონიათ ჩრდილოეთ კორეელებს ყველა ამერიკელი დიდცხვირა - საინტერესო ფაქტები კიმ ჩენ ინის ქვეყნის შესახებ | Allnews.Ge

რატომ ჰგონიათ ჩრდილოეთ კორეელებს ყველა ამერიკელი დიდცხვირა - საინტერესო ფაქტები კიმ ჩენ ინის ქვეყნის შესახებ

იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეაში შეღწევა უცხოელებისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი, ან - არასასურველია, მთელ მსოფლიოს აინტერესებს, როგორ ცხოვრობს ხალხი სასტიკი დიქტატურის პირობებში.

პორტალი brightside წერს რამდენიმე საინტერესო ფაქტს ქვეყნის შესახებ, რომელიც დანარჩენი სამყაროსგან უკვე ძალიან დიდი ხანია, იზოლირებულია. 1. ისინი ამერიკელებს "დიდცხვირებს" ეძახიან

  ჩრდილოკორეელებს ჰგონიათ, რომ ყველა ამერიკელს აქვს დიდი ცხვირი, დიდი თვალები და მკერდზე - თმა. ამერიკელი სამხედროების მოკვლაში ბავშვებს სკოლებიდან ავარჯიშებენ და იყენებენ მანეკენებს, რომლებიც სწორედ ამ აღწერილობის არიან.

2. მიაჩნიათ, რომ ჩრდილო და სამხრეთ კორეა ერთი ქვეყანაა

ჩრდილოეთ კორეელები დარწმუნებულები არიან, რომ კორეა ერთი მთლიანია - სკოლებში აქვთ რუკები, სადაც ორი ქვეყანა გაერთიანებულია, დედაქალაქი კი - ფხენიანია.   3. ჩრდილოეთ კორეაში არ არის გადასახადები ქვეყანაში გადასახადებს 1974 წლის შემდეგ აღარ იხდიან. გადამხდელები არიან მხოლოდ ორგანიზაციები და ის ადამიანები, რომლებიც შემოსავალს სხვა ქვეყნებიდან იღებენ. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადასახადი კვლავ ყველასთვის სავალდებულო გახდება.   4. სამხედრო სამსახურში იწვევენ ქალებსაც და მამაკაცებსაც ჩრდილოეთ კორეაში 18 წელს ზემოთ ყველა მამაკაცმა 10 წელი უნდა იმსახუროს ჯარში. 2003 წლამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური 13 წლიანი იყო. 2015 წლიდან ჯარში ქალებსაც იწვევენ, თუმცა ნაკლები პერიოდით.