8 რამ ჰუდებზე, რაც აქამდე არ იცოდით | Allnews.Ge

8 რამ ჰუდებზე, რაც აქამდე არ იცოდით

რა აცვია დღეს მსოფლიოს? ჰუდი, დიახ, დღეს ჰუდი გახდა ყველასთვის სასურველი და ყველაზე კომფორტული სამოსი, რომელიც ერთნაირად მოსწონს ყველა ასაკის ადამიანს. მისი პოპულარობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა 2020 წელს შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ ჰუდების წელი, რადგან ყველგან და ყველას ეს კომფორტული სამოსი აცვია, მასზე უარს არ დიდი ამბობს და არც პატარა. საინტერესოა ისიც, რომ დღეს ჰუდი აღარ იქმნება მხოლოდ თბილი, სადა მატერიისგან. სხვადასხვა ტიპის მასალები და მათ შორის, აბრეშუმი და ტვიდი, თვალისმომჭრელი ელექტრიკი ფერები და მრავალფეროვანი პრინტები – ამ ყველაფერს დღეს ნახავთ ჰუდებზე, რაც მათ არჩევას საკმაოდ ართულებს. ჰუდმა ადგილი საახალწლო სამოსშიც დაიმკვირდა.

ახლა გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ჰუდებზე, რომლის ცოდნაც ამ სამოსს უფრო შეგაყვარებთ:

  • ჰუდი არის აბრევიატურა.Hoodie, იშიფრება როგორც hooded sweatshirt და ნიშნავს კაპიუშონიან სვიტრს.
  • ჰუდები პირველად შუა საუკუნეებში გამოჩნდა, როდესაც ბერები ატარებდნენ კაპიუშონიან ანაფორებს, რომ თავი თბილად ჰქონოდათ.

 

  • მე–17 საუკუნიდან ქალებმაც დაიწყეს კაპიუშონიანი სვიტრების ტარება. უმეტესად კი მაშინ იცვამდენენ, როცა ცდილობდნენ, გარკვეულ შეკრებებსა და შეხვედრებზე შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ.
  • 1930 წელს ამერიკულმა ბრენდმა Champion დაიწყო ჰუდების იმ ფორმით შექმნა, როგორითაც დღეს გვაქვს. ჰუდები იკერებოდა მუშებისთვის, რომ ყინვაში არ შესციებოდათ. მოგვიანებით, მისი გამოყენება ათლეტებმაც დაიწყეს გარეთ ვარჯიშის დროს.
  • 1970 წლიდან ჰუდი გახდა ჰიპ–ჰოპ საზოგადოების სტატუს სიმბოლო. ბრეიქდანსის მოცეკვავეებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ეს არის კომოფრტული სამოსი, რომელიც იდეალურად ეხამება ქუჩის სტილს.
  • 1976 წელს ფილმ „როკის“ გამოსვლის შემდეგ ჰუდების პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ფილმის მთავარი გმირი სწორედ ჰუდს ატარებდა.

  • 1990–იან წლებში ჰუდი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა და უამრავი ადამიანის გარდერობში დაიკავა საპატიო ადგილი, განსაკუთრებით პოპულარული კი სტუდენტებს შორის გახდა.
  • უკანასკნელ წლებში ჰუდებს მაღალი მოდის დიზაინერებიც აქტიურად სთავაზობენ მომხმარებელს და მათი ფასი რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულ დოლარამდე მერყეობს. მაგალითად, ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ჰუდი ეკუთვნის Louis Vuitton–ს და მისი ფასი ამ ეტაპზე 9917დოლარია.