"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ და ეკრძალებათ თუ არა ასეთ პაციენტებს ქვეყნის დატოვება | Allnews.Ge

"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ და ეკრძალებათ თუ არა ასეთ პაციენტებს ქვეყნის დატოვება

„ერთ ძველ ახლობელს, წინა საუკუნეში, ავარიის შემდეგ ფეხში პლატინა ჩაუდგეს, ერთი წლის გავლის შემდეგ კი, ხელახალი ოპერაცია ჩატარდა იმისთვის, რომ ის ძვირფასი მეტალი ამოეღოთ. ერთი წლის განმავლობაში მას ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქონდა“ - ეს გახლავთ ამონარიდი ერთ-ერთი ქალბატონის საუბრიდან.

საერთოდაც კი, ასეთი აზრი არსებობდა, რომ რთული მოტეხილობის შემთხვევაში, ძვლის ფრაგმენტების შესახორცებლად, ძვირფასი მეტალის გამოყენება იყო საჭირო და ასეთ მეტალად, ხალხში მოარული ხმებით, პლატინა იყო მიჩნეული. რეალურად რასთან ჰქონდათ საქმე, იყო თუ არა მართლაც ის პლატინა, რა პერიოდში უდგამდნენ ამ უცხო სხეულს პაციენტებს, ამ თემაზე მალხაზ ფირფილაშვილი, „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გესაუბრება:

118597473-752527372206577-1130126331618553659-n-36792-1671004415.jpg

„არის მოტეხილობა მოტეხილი ფრაგმენტების შეცილების გარეშე, მათ ოპერაცია არ სჭირდება. უბრალოდ კიდური უნდა იყოს მოსვენებულ მდგოარეობაში და სხვადასხვა ნახვევი დაიდოს. ადრე ძირითადად თაბაშირი გამოიყენებოდა, ახლა შეიძლება იმობილიზებული (ძვლის ფრაგმენტების მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა) ე.წ. ორტეზითაც იყოს.

ის პლასტმასისგან წინასწარ მომზადებული მოწყობილობაა, რომელიც ამა თუ იმ სეგმენტისთვის (მხრისთვის, წინა მხრისთვის, ბარძაყისთვის, წვივისთვის და ა.შ.) არის განკუთნილი. თუ თაბაშირისა და ორტეზის ნახვევი იქნება, მკურნალობის პროცესში, მოსვენებულ მდგომარეობაში მოტეხილი ფრაგმენტები ერთმანეთს აღარ შეცილდება და ადვილად შეხორცება. არის შემთხვევები, როცა წინასწარ, ქარხნული წესით დამზადებული მოწყობილობა არ ემთხვევა კონკრეტული კიდურის ზომებს, მაშინ თაბაშირსაც ვიყენებთ, ანუ ერთი მეორეს ენაცვლება, მაგრამ თუ კიდური სტანდარტული ზომისაა, ორტეზის გამოყენება უფრო მარტივია“ - გვეუბნება ტრავმატოლოგ-ორთოპედი.

მისი თქმით, ასევე არის მოტეხილობა, როდესაც პაციენტს ოპერაცია ესაჭიროება. ოპერაცია მაშინ კეთდება, თუ მოტეხილი ფრაგმენტები ისეა დამსხვრეული, ერთმანეთს შეცილებული, რომ კუნთების დაჭიმვის გამო მაინც შეცილდება, ამიტომ ასეთ დროს ძვლების გასწორების ბოლო ეტაპი ოპერაციაა და ფრაგმენტების დასაკავშირებლად საფიქსაციო მეტალი გამოიყენება. ის უშუალოდ ძვლის ღრუში თავსდება, ან ძვალზე, ღეროებიც ამის მიხედვითაა და ფირფიტებს სხვადასხვა კონსტრუქცია აქვს.

- საფიქსაციო მეტალი ამ შემთხვევაში პლატინაა?

- ამ ფირფიტას ხალხი რატომღაც პლატინას ეძახის, რაც არასწორია. პლატინა ძალიან ძვირფასი მეტალია, მაგრამ ამ პროცედურისთვის ძალიან რბილი, ამიტომ მისი სიძვირე ვერ აკომპენსირებს სიმტკიცეს, არ გვადგება, არც იხმარება.

conformis-customized-implant-36874-1671004446.jpg

- საერთოდ, მედიცინაში საფიქსაციო საშუალებად არ გამოიყენება?

- არა, ამასთან, არც ოქრო და არც ვერცხლი... ადრე სპეციალურად სამედიცინო მიზნებით მიღებული უჟანგავი ფოლადი გამოიყენებოდა, ის სპეციალური კომპონენტების შენადნობი გახლდათ (რკინა, კობალტი ქრომი გარკვეული პროცენტული შემადგენლობით). უჟანგავი ფოლადი, როგორც ადრე, ახლაც გამოიყენება. მას ბოლო დროს ტიტანიც მიემატა, ანუ მისგან დამზადებული იგივე კონსტრუქციები. ფოლადს ისეთი სამედიცინო პარამეტრები და მახასიათებლები აქვს, რომ ორგანიზმთან კონფლიქტში არ შედის, არ იჟანგება, ტიტანიც ასეთივე თვისების მქონეა, მის შემთხვევაში, დამატებით კიდევ ისაა, რომ ინფექციის მიმართ მეტი ამტანობა ახასიათებს, არის უფრო მსუბუქი, უჟანგავი ფოლადი - მძიმეა. ისე ბოლო დროს მეტად მაინც ტიტანის ნაკეთობებზე გადავდივართ.

- რა­ტომ?

- ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რენტგე­ნით კონ­ტრო­ლი რომ გვჭირ­დე­ბა, უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი, ტი­ტა­ნი პრობ­ლე­მას არ ქმნის, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვის მე­თო­დე­ბის - მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვი­სას, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ი­სას, რო­გორც და­მაგ­ნი­ტე­ბა­დი მე­ტა­ლე­ბი, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ხელს უშ­ლის, აზი­ა­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ტი­ტანს, არ აქვს ეს მაგ­ნი­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბი და მისი გა­და­ღე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz