რატომ უნდა შევიკავოთ თავი ნაძვის ხეზე ანგელოზის ფიგურის დაკიდებისგან | Allnews.Ge

რატომ უნდა შევიკავოთ თავი ნაძვის ხეზე ანგელოზის ფიგურის დაკიდებისგან

შობა-ახალი წელი ყველა ოჯახში დიდი ზეიმითა და სიხარულით აღნიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით უამრავ რიტუალსა და ტრადიას აღვასრულებთ. არიან ოჯახები, სადაც მარხულობენ და საახალწლო სამზადისი ოდნავ განსხვავებულია. ყველა რიტუალსა თუ ტრადიციას სხვადასხვა ფესვები აქვს. დავინტერესდით, როგორ აფასებს ეკლესია ამ ტრადიციებს, რა არის სწორი და რა - შეცდომა. თოვლის პაპაზე, მეკვლეზე, ანგელოზის სათამაშოებზე და მსგავს საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- ახალ წელს მორწმუნეები მარხვით ხვდებიან. როგორი უნდა იყოს ამ დროს ოჯახში საახალწლო განწყობა, საახალწო სუფრა?

- ადამიანი ადამიანის სიხარულით ხარობს, ჩვენი გული ივსება მოყვასის გაღიმებული სახის მხილველი, როდესაც ვიცით, რომ მას ნამდვილი სიხარული ეწვია ერთობის. ყოველ ახალს ადამიანი ლოცვით ეგებება. ჩვენც, ახალ წელს, ლოცვით ვხვდებით. რაც შეეხება სუფრას, უწმინდესი ყოველ ახალ წელიწადს ახსნილებს თევზით, რათა ქრისტიანებს სადღესასწაულო გუნების ამაღლებისთვის, ნუგეშად გალამაზებულ სუფრაზე მოუწიოთ ყოფნა.

7f1ee5c0-5f34-11ec-b332-d7d662953f9b-1671433613.jpg

- ოჯახის წევრებიდან ზოგი მარხულობს, ზოგიც არა, ამ დროს როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით?

- "მჭამელი ნუ განიკითხავს არა მჭამელსა" - სამარხვო საჭმელი მოამზადონ მმარხველებმა და ვინც არ მარხულობს, მათ რაღა თქმა უნდა საკვებზე არავისგან საჭიროებენ ნებადართულობას. შერეული ცნობიერება როდესაც არის ოჯახში, ასეთ დროს "შერეული" სუფრა იშლება.

- მცირეწლოვან ბავშვებს მშობლები თოვლის ბაბუის მოლოდინით ახარებენ, თითქოს საახალწლო საჩუქრებს თოვლის ბაბუა მოუტანს. გამართლებულია თუ არა ამგვარი მოლოდინი?

- ბავშვის მოტყუება კარგს არაფერს მოიტანს, უმჯობესია მოვახსენოთ, რომ ყოველივე რაც ოჯახს გააჩნია, ღვთის წყალობითაა და ამჟამადაც მათ უფალმა უწყალობა მშობლების გზით საახალწლო საჩუქარი. წარმოსახვებით თამაში ბავშვს ავნებს, როდესაც შეცნობას დაიწყებს ჭეშმარიტისა და სიყალბის, მას სიყალბე "თოვლის ბაბუის" მსგავს თამაშად წამოუდგება მომავალში და მუდმივ უწყინარ სიხარულში ცხოვრება წაახალისებს. უმჯობესია ბავშვმა იცოდეს, რომ ეს არის ლამაზი წარმოდგენა, თამაში, ზღაპარი. მას უნდა ვასწავლოთ რეალურისა და არარეალურის გარჩევა.

- საახალწლო ნაძის ხესთან დაკავშირებითაც გვითხარით, რა დატვირთვა აქვს მას და როგორ უყურებს ეკლესია? ნაძვის ხეზე, ხშირად ისეთ სათამაშოებს კიდებენ, სადაც ანგელოზების ფიგურებია, ეს შეიძლება?

- პირველი ინფრომაცია ნაძვის ხეზე მოგვეპოვება წმინდა ბონიფაცისთან, რომელიც გახლდათ ანგლო- საქსონელი "გერმანელთა მოციქული". VI საუკუნეში, მოციქული უქადაგებდა რა ქრისტეზე წარმართებს, მოკვეთა წარმართული კერპი, ჭექა- ქუხილის ღმერთი თორი. წმინდა ბონიფაცის უნდოდა ეჩვენებინა უსულო კერპის უძლურება, მოკვეთილმა ხემ გაანადგურა სხვა იქ ამოსული ხეები, გარდა ნაძვის ხისა, ამ დღის შემდეგ, ხალხური ლეგენდის თანახმად, გერმანელებისთვის ნაძვის ხე გახდა საშობაო დღესასწაულის დასამშვენებელი ატრიბუტი. მეორე ვერსიით, რომელიც ეკუთვნის 1513 წელს: მის თანახმად, მარტინ ლუთერმა, რომელიც გახლავთ რეფორმატორი რწმენის საკითხებში, საღამოს სეირნობის ჟამს იხილა ლამაზი ნაძვის ხე, თოვლით დაფარული, მან ისურვა სახლში წამოეღო, მოჭრა და დადგა საშობაოდ საკუთარ სახლში.

314993048-1332573754238710-3453034065264273079-n-1669887891-1671433646.jpg

გერმანელმა ერმა მიბაძა ლუთერს და იმ დღიდან შობის დღესასწაულზე დგამდნენ ნაძვის ხეს. ცენტრალურ ევროპაში გაჩნდა XVI საუკუნიდან, ამერიკაში ცოტა მოგვიანებით შევიდა გერმანელი ხალხისგან. საქართველოში, ბულგარეთში, იუგოსლავიაში, რუსეთში, საბერძნეთსა და ალბანეთში იგი შემოვიდა მეორე მსოფლიო იმის შემდეგ. თურქეთში, XX ს. 30- იან წლებში ქრისტიანებს ეკრძალებოდა ნაძვის ხის დადგმა, საშობაო დღესასწაულზე, სახელმწიფო კანონმდებლობით, რომელიც განსაზღვრული იყო შემდეგი მუხლით: "საშიშროებაა, ზიანი მიეყენოს ბუნებას"...

მონარქიის დაცემასთან ერთად 1917 წელს საბჭოთა სახელმწიფომ აკრძალა ნაძვის ხე, ვინაიდან იგი ჩათვალეს რელიგიური პროპაგანდის განუმიჯნავ ნაწილად. ნაძვის ხე აკრძალული იყო 1935 წლამდე. ყველა ქვეყანაში არ იციან ნაძვის ხე, მაგალითად მექსიკაში პალმებია, ახალ ზელანდიაში "პახუტუკალუ", შანხაიში ბამბუკები, ისრაელში კვიპაროსები იციან. პირველი სათამაშო, ბურთულის მსგავსი XVII საუკუნიდან ჩნდება და ბავშვების წახალისებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა. უმჯობესია, ანგელოზები სათამაშოდ არ გავხადოთ და მხოლოდ ლოცვითი დანიშნულებით იყოს, რადგან მათ ჩვენ ცოცხალი ურთიერთობისთვის მივმართავთ და არა სათამაშოდ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz