მკაცრი მშობლები, რომელთა გამო ათეისტი გახდა და რთული გზა მტვირთავობიდან კინოვარსკვლავობამდე - ბრედ პიტი 57 წლისაა | Allnews.Ge

მკაცრი მშობლები, რომელთა გამო ათეისტი გახდა და რთული გზა მტვირთავობიდან კინოვარსკვლავობამდე - ბრედ პიტი 57 წლისაა

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" მფლობელს, მსახიობს, პროდიუსერსა და რეჟისორს, წლების განმავლობაში უამრავი ქალის მიერ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად აღიარებულ ბრედ პიტს არც ისე იოლი ცხოვრება ჰქონდა. ხშირად საუბრობს ბავშვობაზე, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერი აკრძალული ჰქონდა და ამან მისი შემდგომი ცხოვრება დიდწილად განსაზღვრა.

უილიამ ბრედლი პიტი 1963 წლის 18 დეკემბერს დაიბადა ამერიკაში, ოკლაჰომს შტატის ქალაქ შონიში, ძალიან რელიგიურ ოჯახში. მამამისი უილიამ პიტი მენეჯერი იყო ერთ-ერთ კომპანიაში, დედა ჯეინ ეტა ჰილჰაუსი კი ადგილობრივ სკოლაში მასწავლებლობდა. ბრედი და-ძმასთან ერთად იზრდებოდა სპრინგფილდში, სადაც მალე გადაბარგდა მისი   ოჯახი

mshoblebi

ერთ-ერთ ინტერვიუში პიტი ამბობდა, რომ მამა მასთან ძალიან მკაცრი იყო. მის ოჯახში მუდმივად შეზღუდვები, აკრძალვები და მითითებები იყო. ოჯახი გამუდმებით დადიოდა ეკლესიაში, მხოლოდ ლოცვის შემდეგ მიირთმევდა საკვებს და ბავშვებს აიძულებდნენ, საეკლესიო გუნდში ემღერათ. საბოლოოდ ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ ბრედი ათეისტი გახდა.

სკოლაში ბრედი სპორტით იყო გატაცებული - ძირითადად, კალათბურთით, მუსიკალურ სექციაშიც ირიცხებოდა და თვითმმართველობაშიც. სკოლის შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, ჟურნალისტიკა და სარეკლამო საქმე ისწავლა. თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პროფესიით არ უმუშავია, ჰოლივუდში გაემგზავრა, რომ სამსახიობო კარიერა დაეწყო. სწორედ იქ შეიცვალა სახელი და დაირქვა ბრედ პიტი.

mshoblebi

სანამ წარმატებას მიაღწევდა, მუშაობა მძღოლად, ავეჯის მტვირთავად და წიწილის ფორმაც კი ეცვა ერთ-ერთ რესტორანში და კლიენტებს იწვევდა სავახშმოდ. პარალელურად სამსახიობო კურსებს ესწრებოდა და სჯეროდა, რომ მიაღწევდა წარმატებას.

mshoblebi

დებიუტი ტელევიზიაში ჰქონდა რამდენიმე ეპიზოდური როლით, მერე გამოჩნდა სერიალში "დალასი". 1988 წელს ითამაშა წამყვანი როლი ფილმში "მზის ბნელი მხარე". რამდენიმე ფილმს მოჰყვა ცნობილი ფილმი "ტელმა და ლუიზა" და სასიყვარულო სცენა ჯინ დევისთან, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ახალი სექს-სიმბოლო იბადებოდა ჰოლივუდში.

წარმატებას კინოში მოჰყვა სასიყვარულო ამბებიც. ფილმ "შვიდის" გადაღებაზე გვინეტ პელტროუს გაუმიჯნურდა, თუმცა ქორწინებამდე საქმე არ მისულა. 2000 წელს იქორწინა ჯენფერ ანისტონზე, რომელსაც 2005 წელს გაშორდა.

mshoblebi

"მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე გაჩაღდა მისი და ანჯელინა ჯოლის რომანი და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ჯენიფერთან განქორწინების მიზეზი.

წყვილმა 2006 წელს იქორწინა და 2016 წელს დაშორდა ერთმანეთს.

mshoblebi

"ენჯისთან ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, ძალიან პირდაპირი და პრინციპულია, 6 შვილი კი რთულია, კიდევ უნდოდა შვილის აყვანა, თან გაუთავებელი მოგზაურობა ღარიბ ქვეყნებში, ხან კენიაში, ხან კამბოჯაში, ხან საქველმოქმედო კონფერენციებზე და... გადავიღალე!!! როცა დავშორდით და მარტო დავრჩი, მაშინ მივხვდი, რომ ეს აურზაური სახლში თურმე სასიამოვნო იყო, თავისი ხიბლი ჰქონდა, ძალიან მენატრებოდა ეს ყველაფერი... ახლაც მენატრება", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში.

mshoblebi

მას მერე ხშირად საუბრობენ ბრედის ახალ-ახალ რომანებზე, თუმცა ქორწინებამდე ჯერ საქმე არ მისულა.

ბრედმა ერთხელ ისიც აღიარა, რომ პროზოპაგნოზიის მსუბუქი ფორმით არის დაავადებული - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც დარღვეულია სახის აღქმა და ადამიანების გარეგნულად ცნობის უნარი, თუმცა ჩვეულებრივ ცნობენ ნივთებს და საგნებს.

mshoblebi

myquiz