როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 7 მლნ ლარამდეა შეფასებული | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 7 მლნ ლარამდეა შეფასებული

თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 6 759 000 ლარს (2 060 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 630.85 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1000 კვ.მ. ამასთან, სახლს აქვს 12 ოთახი აქედან 5 საძინებელი.

"სახლს აქვს ძალიან კარგი მდებარეობა. არის კარგად გამწვანებული ტერიტორია. მშენებლობაშიც და რემონტშიც გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალა და ინვენტარი. სამზარეულო აღჭურვილია საუკეთესო ხარისხის ტექნიკით. სახლი იდეალურია დიდი ოჯახისთვის. დიდი მისაღები ოთახები ყველა სართულზე, ყველა საძინებელს აქვს თავისი სველი წერტილი. ასევე, არის სამრეცხაო და საშრობი ოთახი, გარდერობი. პირველი სართულის მისაღებს აქვს თანამედროვე სტილის ულამაზესი ბუხარი, კაბინეტი, ზამთრის ბაღის ოთახი. ბუხარი არის ნულ სართულზეც, სადაც შესაძლებელია მყუდრო მოსასვენებელი ზონის და ცალკე სპორტული ზონის მოწყობა. ასევე ნულ სართულზე განთავსებულია დიდი მარანი. ეზოში არის ულამაზესი მოვლილი მდელო. ამჟამად ეწყობა დიდი აუზიც და სახლის გაყიდვის მომენტისთვის იქნება დასრულებული",- აღნიშნულია განცხადებაში.  

15-c5e5a9fa-bf25-4847-a744-0cce048b26cc-1608199765.jpg

19-4f615450-9f28-4aba-ae60-0f396b56b919-1608199784.jpg

16-3d559914-dc86-4d7c-aadf-5b170f118807-1608199803.jpg

14-dc03f4fa-76ce-40b2-977a-4079d6c1c182-1608199834.jpg

14-e41ac08c-5c54-4bf3-969b-a1aea7c6d1e7-1608199851.jpg

12-10176c1b-c2dc-4887-bd16-08ad2e7b6b09-1608199868.jpg

9-32c3ca9a-ea1d-4627-89c5-e47d65af264f-1608199891.jpg

8-a5509f73-6842-44e1-bb90-2c768b6348e5-1608199912.jpg

8-572437cb-be34-4fc8-9158-c7455df9d5e4-1608199938.jpg

იხილეთ უფრო მეტი ფოტო