ლიფტი, რომელიც არსად მიდის, ბლოგერი ვირი - უცნაური და სასაცილო ფაქტები, რაშიც მთავრობებმა ფული დახარჯეს | Allnews.Ge

ლიფტი, რომელიც არსად მიდის, ბლოგერი ვირი - უცნაური და სასაცილო ფაქტები, რაშიც მთავრობებმა ფული დახარჯეს

ექსპერიმენტები ზაზუნებზე, მილიონობით დოლარის დახარჯვა სახის ნიღბებზე, უსარგებლო ლიფტი და სხვა მრავალი უცნაური ფაქტი იმის შესახებ, თუ რაში ხარჯავენ მთავრობები მილიონებს, მართლაც გაგაოცებთ.

შვედეთი - მეორე ქალაქი ქალაქში, 135 000 აშშ დოლარი

ვისაც Second Life- ის ონლაინ სამყარო ახსოვს, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, ისიც ემახსოვრება თუ რამდენი გადაიხადეს კომპანიებმა ამ ადგილზე მოხვედრისთვის. ერთ დროს ალტერნატიულ ქალაქში სატელევიზიო შოუც იმართებოდა.

ქალაქ მალმოში, მეორე ქალაქის ზუსტი რეპლიკის შესაქმნელად 135 000 აშშ დოლარი დახარჯა.

shvedeti-1608198893.jpg

აშშ- სათამაშო ჩვევების შესწავლა მაიმუნებისთვის, 171,000 აშშ დოლარი

აშშ-ს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გადაწყვიტა, რომ მაიმუნების სათამაშო ჩვევები შეესწავლა. ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის გარკვევა, ჰქონდათ თუ არა მათ იგივე პრობლემა, რაც ადამიან მოთამაშეებს. ამაში დაახლოებით 171 000 აშშ დოლარი დაიხარჯა. მოგვიანებით, კვლევამ აჩვენა, რომ სინამდვილეში მაიმუნებს "აზარტული თამაშები უყვართ ".

maimuni-1608198947.jpg

აშშ- მ შეისწავლა არის თუ არა "მშიერი" ადამიანი მრისხანე, 331 000 დოლარი

მას შემდეგ, რაც NCF– მა მაიმუნების შესწავლა დაასრულა, გადაწყვიტა გამოეკვლია არიაn თუ არა მშიერი ადამიაnები უფრო მრისხანე და აგრესიულები.

კვლევის მიხედვით, ადამიანებს აშიმშილებდნენ, ამ გრძნობისგან გამოწვეული ემოციების შემდეგ, თუ კვლევაში მონაწილეს მრისხანება ძლევდა, ვუდუს თოჯიასთვის ქინძისთავი უნდა ჩაერჭო. კვლევამ დაამტკიცა, რომ მშიერი ადამიანი მრისხაეა. ამაშ კი მთავრობამ 331,000 აშშ დოლარი დახარჯა.

adamiani-1608198993.jpg

აშშ- შვედური მასაჟი კურდღლებისთვის, 387 000 დოლარი

აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა ალტერნატიული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, კურდღლებისთვის შვედური მასაჟების დასაფინანსებლად 387 000 აშშ დოლარი გადაიხადა. მიზანი იყო იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა შვედური მასაჟებით დაავადებისგან გამოჯანმრთელება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კურდღლები, რომლებმაც 30 წუთიანი მასაჟი მიიღეს, გამოჯანმრთელდნენ.

kurdgeli-1608199031.jpg

ჰონგ კონგი- შენობები ფენგ-შუის მიხედვით, 1,3 მილიონი დოლარი

ჰონგ კონგში ფენგ შუი ძალიან სერიოზულად აღიქმება. სპეციალურად აშენდა შენობები, რათა მათში ჩი (ცნობილი როგორც "სიცოცხლის ძალა") შემოიტანონ.

სამშენებლო პროექტის დასრულების შემდეგ, თუ ჰონგ კონგის მცხოვრებლები ჩათვლიან, რომ სამუშაოები ფენ შუის მიხედვით არ არის შესრულებული, კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ. ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება.

მაგალითად, გასული ათწლეულის განმავლობაში ახალ ტერიტორიებზე გაშეებულმა სოფლებმა ზარალის ასააზღაურებლად 10 მილიონი მიიღეს.

otaxi-1608199336.jpg

იტალია- ლიფტი, რომელიც არსად მიდის, 2.4 მილიონი დოლარი

იტალიის მთავრობამ სიცილიის სოფელ სუტერაში ლიფტის მშენებლობაში, რომელიც არსად მიდის, 2 მილიონი ევრო დახარჯა. ამის გამო მთავრობას ევროკავშირის ფულის გაფლაგვაში დასდეს ბრალი.

გადასახადის გადამხდელთა ალიანსის ინფორმაციით, სავარაუდო საოპერაციო ხარჯები, იმისთვის, რომ ლიფტის გარშემო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მშენებლობა გაეგრძელებინათ, 84000 ევროს შეადგენდა. საბოლოოდ საბჭომ სამუშაოების დასრულებაზე უარი თქვა.

lifti-1608199106.jpg

აშშ - ზაზუნების ბრძოლა, 3 მილიონი დოლარი

ილინოისის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ზაზუნების ბრძოლის გასამართად მთავრობისგან 3 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს. დიდი ფინანსური ღირებულება არ იყო მიზეზი, რის გამოც ექსპერიმენტი სადავო გახდა.

ზოგიერთ ზაზუნას ჩხუბის წინ სტეროიდები გაუკეთეს, რომ უფრო აგრესიულები ყოფილიყვნენ. კვლევა 2017 წელს, ცხოველთა უფლებების ჯგუფის PETA- ს მხრიდან ზეწოლის შემდეგ დასრულდა.

zazuna-1608199141.jpg

ევროკავშირი: ბლოგერი ვირი - 9,5 მილიონი დოლარი (£ 7,1 მილიონი)

2009 წელს ევროკავშირმა ვირის ევროპაში მოგზაურობისა და შემდეგ საკუთარი გამოცდილების ბლოგზე დაწერისთვის 7 მილიონი ევრო გადაიხადა. პროექტი მიზნად ისახავდა "კულტურათშორისი დიალოგის“ შექმნას. ანალიტიკურმა ორგანიზაციამ "ღია ევროპამ" აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ყველაზე უსარგებლო პროექტების ტოპ 50-ეულში შეიყვანა.

viri-1608199176.jpg

განაგრძეთ კითხვა