რა უნდა გავითვალისწინით პირველ რიგში კერძო სახლის ყიდვისას | Allnews.Ge

რა უნდა გავითვალისწინით პირველ რიგში კერძო სახლის ყიდვისას

თუ საკუთარი სახლის ყიდვა გაქვთ დაგეგმილი ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანამდე გირჩევთ გაითვალისწინოთ ამ პროცედურასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი.

რა თქმა უნდა, არავის ეპარება ეჭვი თქვენს გამოცდილებასა და კომპეტენტურობაში, მაგრამ, დაგვერწმუნეთ, ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღების დროს თავს იჩემს ხოლმე რამდენიმე ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორი, რომლის არგათვალისწინებაც შესაძლოა სავალალო შეცდომის საფუძველი აღმოჩნდეს.

თუ სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ და არჩევანი ძველ აშენებულ შენობაზე შეაჩერეთ ეს ნიუანსები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და არ უნდა გამოგეპაროთ.

1. საძირკველი, ფუნდამენტი

ფუნდამენტის პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბუთია, რომელიც აუცილებლად უნდა მოსთხოვთ    სახლის მეპატრონეს.

სწორად დაპროექტებული საძირკველი იმის გარანტიას იძლევა, რომ სახლი გამძლე და საიმედოა. ამ ფაქტორის არგათვალისწინების შემთხვევაში შესაძლოა გახდეთ ნესტის, წყლის გაჟონვის და ასევე სახლის ქვეშ არსებული გრუნტის წყლების მსხვერპლი.

2.  სახლის მდებარეობა

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ არის ჩადგმული სახლი. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს სახლში სინათლეზე და ასევე სითბოზე. სწორად ჩადგმული სახლი და განლაგებული ფანჯრები მოგცემთ იმის გარანტიას, რომ გასათბობად და სინათლისთვის არ დაგჭირდებათ დამატებითი ელექტროენერგიის გამოყენება, რაც, რა თქმა უნდა, ბევრად ეკონომიური გათვლა იქნება.

3.  სარდაფი და ფარეხი

აუცილებლად კარგად უნდა დაათვალიეროთ სარდაფი, საკუჭნაო და ავტოფარეხი. არავითარ შემთხვევაში შეიძინოთ სახლი, თუ ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებში სოკოს კვალი შენიშნეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები ნესტთან დაკავშირებით.

4.  გამართული კომუნიკაციები

კარგად შეამოწმეთ ყველა ის კომუნიკაცია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ან არის თუ არა დამატებითი, თქვენთვის სასურვლეი კომუნიკაციების გაკეთების საშუალება. აუცილებლად მოიკითხეთ არსებული კომუნიკაციების გეგმაც.

5.  ვენტილაცია და კიბეები

გირჩევთ საგულდაგულოდ შეისწავლოთ ვენტილაციის სისტემაც. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ვენტილაციასთან ერთად იზრუნოთ სახლის დატენიანებაზე. ეს ბევრად კარგი ვარიანტი იქნება და გირჩევთ სახლის მეპატრონეს ამის შესახებაც გამოკითხოთ.

კიბე კი მდგრადობაზე შეამოწმეთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი სახლში არის.

და ბოლოს, საგულდაგულოდ შეამოწმეთ და აუცილებლად მოითხოვეთ სახლთან დაკავშირებული ყველა საბუთი, ასევე ნებართვა მიწის ნაკვეთზე.