15 საყოფაცხოვრებო ნივთი,რომელიც გვწამლავს- თუ სისუსტე, თავის ტკივილი და ალერგია ხშირად გაწუხებთ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ | Allnews.Ge

15 საყოფაცხოვრებო ნივთი,რომელიც გვწამლავს- თუ სისუსტე, თავის ტკივილი და ალერგია ხშირად გაწუხებთ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

თუ ხშირად გაწუხებთ სისუსტე, თავის ტკივილი, ალერგია., მიზეზი კი ვერ დაგიდგენიათ, კარგად მიმოიხედეთ გარშემო. ის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელსაც ყოველდღე ვეხებით და ვიყენებთ, შასაძლოა ჩვენი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი იყოს.

1.ავეჯი დაპრესილი ხისგან-“დეესპე"

"დეესპეს" დასამზადებლად ფორმალდეჰიდი გამოიყენება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ გზებსა და მხედველობის ორგანოებზე, ცხოველებში კი სიმსივნესაც იწვევს. რისკი უფრო იზრდება თუ ავეჯი ძველია. შეამოწმეთ ავეჯის ყიდვისას სერთიფიკატი. ემისიის კლასი Е1-ზე მეტი არ უნდა იყოს.

2.ხალიჩები

წებო და საღებავები, რომლებსაც წარმოებაში იყენებენ, გამოყოფენ ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც დაღლილობას, სისუსტეს, ალერგიას, თავის ტკივილს და სხვ. იწვევენ. ხალიჩის ყიდვისას მოერიდეთ დიდი ზომის ფარდაგებს და უპირატესობა მიანიჭეთ დაუმუშავებელ ბუნებრივ მასალას.

3.ლაზერული პრინტერი

ბეჭდვის დროს ჰაერში ფხვნილის გაფრქვევა ხდება, რომელიც ფილტვებში ხვდება. შედეგად, ფილტვების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებები ვითარდება. თუ პრინტერზე უარს ვერ იტყვით, ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახი, სადაც ის დგას, კარგად ნიავდებოდეს.

4.ჰაერის გამწმენდ-არომატიზატორები

ტოქსინები, რომელსაც ეს გამწმენდები გამოყოფენ, ორგანიზმში გროვდება. ფტალატები ნეგატიურ გავლენას ახდენენ ჰორმონალურ და რეპროდუქციულ სისტემაზე. ჩაანაცვლეთ ქიმიური საშუალებები მცენარეებით.

5.ბავშვის ბოთლი

პოლიკარბონატული პლასტმასი ყველაზე გავრცელებული მასალაა ამ ნაწარმის დასამზადებლად. პლასტმასს, რომელიც ქიმიური ნივთიერება ბისფენოლ A-თია(BPA) დამზადებული, აქვს სტრუქტურა, რომელიც ესტროგენის მსგავსია. ამიტომ, ასეთმა ბოთლმა ბავშვის ორგანიზმში სერიოზული ჰორმონალური დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს. შეარჩიეთ სხვა, უსაფრთხო ნედლეულისგან დამზადებული ბოთლი და წინასწარ გაეცანით ანოტაციას და ბოთლის მარკირებასაც. BPA free-ნიშნავს რომ ნაწარმი ამ ნივთიერებას არ შეიცავს.

6.მატრასი

ბევრი მატრასი პოლიბრომირებული დიფენილის ეთერს შეიცავს, რომელმაც შესაძლოა თავის ტვინის და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები გამოიწვიოს. ძველი მატრასები, დიდი ალბათობით, ამ ნივთიერებას შეიცავენ, ამიტომ აუცილებლად განაახლეთ ახალი, ნატურალური მასალისგან დამზადებული მატრასით.

7.პროდუქტის შესანახი კონტეინერი

ეს პლასტმასის კონტეინერებიც ფტალატებს შეიცავენ, რომლებზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ. ჩაანაცვლეთ მინის ან კერამიკის ჭურჭლით და არასოდეს არ გააცხელოთ საკვები პლასტმასის კონტეინერში.

8.პლასტმასის ბოთლი

ტოქსინები თქვენს სასმელში გადმოინაცვლებენ. ბოთლების უმრავლესობას BPA-ს გარეშე აწერია, მაგრამ ეს ერთადერთი მავნე ტოქსინი როდია, რომელსაც პლასტმასი შეიცავს. უპირატესობა მინის ჭურჭელს მიანიჭეთ.

9.თეთრეულის კონდიციონერი

ეს საშუალება თქვენს სარეცხს ქიმიური ნივთიერებების თხელი ფენით ფარავს, რაც ალერგიის, კანის გაღიზიანების, სუნთქვის პრობლემების და თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს. გამოიყენეთ იშვიათად და მცირე რაოდენობით, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ საშუალებებს. ბავშვის სარეცხს კი საერთოდ ნუ გარეცხავთ კონდიციონერით.

10.ტეფლონის ჭურჭელი

მაღალი ტემპერატურის დროს, პოლიტეტრაფტორეთილენი, რომლითაც ეს ჭურჭელი არ იკრავს, გამოყოფს ტოქსიკურ აირს, რომელიც ორგანიზმში გროვდება, აზიანებს, ღვიძლს, იმუნიტეტს და შესაძლოა სიმსივნეც გამოიწვიოს. უპირატესობა მიანიჭეთ თუჯის და უჟანგავი ფოლადის ჭურჭელს.

11.საშხაპის ფარდა

ამ ფარდების საწარმოებლად ფტალატები გამოიყენება. შეცვალეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ფარდით.

12.სათამაშო კონსოლები

ამ მოწყობილობების კაბელებში ფტალატები და სხვა ქიმიური ნაერთებია აღმოჩენილი, რომლებიც თავის ტვინის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებენ.

13.ხელების მადეზინფიცირებელი საშუალება

ტრიკლოზანი ფართოდ გამოიყენება მიკრობებთან ბრძოლაში, მაგრამ მისმა ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა ჰორმონალური პრობლემებიც გამოიწვიოს. გამოიყენეთ ჩვეულებრივი საპონი.

14.ტუალეტის ქაღალდი

თუ ეტიკეტზე წერია “არომატიზირებული" ეს ნიშნავს, რომ ფტალატებს და სხვა ქიმიურ ნაერთებს შეიცავს. და თუმცა ფტალატები ორგანიზმში ჰაერიდან ხვდებიან, კანთან კონტაქტის დროსაც სერიოზული პრობლემები შეუძლია გამოიწვიოს. შეარჩიეთ შედარებით უბრალო ქაღალდი, არომატების გარეშე.

15.ტეფლონის სუფრა

ასეთი სუფრა ტყვიის მაღალი შემცველობით ხასიათდება. უპირატესობა ნატურალურ მასალას მიანიჭეთ.

intermedia.ge