ვინ არის 7 წლის გოგონა,რომელმაც 80 კილოგრამიანი ძელი ასწია (ვიდეო) | Allnews.Ge

ვინ არის 7 წლის გოგონა,რომელმაც 80 კილოგრამიანი ძელი ასწია (ვიდეო)

7 წლის რორი ვან ულფის ოტავადან უკვე წლებია, რაც ტანვარჯიშით და ძალოსნობით არის დაკავებული.

რორის ასაკის მიუხედავად შეუძლია 80 კილოგრამიანი ძელი აწიოს, რაც მის წონას თითქმის სამჯერ აღემატება.

რორი მესამე კლასშია და დიდ დროს უთმობს ვარჯიშებს. მის ჯანმრთელობას აკონტროლებენ პროფესიონალი მწვრთნელები და ექიმები.

"მომწონს ძლიერი რომ ვარ. ეს საშუალებას მაძლევს უფრო მეტს მივაღწიო და გავაკეთო ყველაფერი, რასაც ხელს მოვკიდებ . ყოველთვის მიხარია, როდესაც კიდევ ერთი წონის დაპყრობას ვახერხებ. ასეთ მომენტში ძალზე ვამაყობ საკუთარი თავით"-ამბობს პატარა სპორტსმენი.

იხილეთ ვიდეო: