5 ძალიან პატარა სახლი, რომელიც ზომის მიუხედავად საკმაოდ კომფორტულია | Allnews.Ge

5 ძალიან პატარა სახლი, რომელიც ზომის მიუხედავად საკმაოდ კომფორტულია

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ადამიანები სულ უფრო დიდ სახლებში ცხოვრებას ამჯობინებენ, რათა მაქსიმალური კომფორტი შეიქმნან. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის დიდი სახლი სულაც არ სჭირდებათ.

CNN წარმოგიდგენთ 5 ორიგინალურ და საინტერესო მინიატურულ სახლს.

Cabn Jude, ავსტრალია

ამ უჩვეულო სახლის პატრონი ქალაქის ქაოსური ცხოვრებით დაიღალა და გადაწყვიტა ბუნებაში, სიმშვიდეში ეცხოვრა. მისი თქმით, ყველაფერი აქვს რაც ცხოვრებისთვის სჭირდება.   Casa Parásito, ეკვადორი

ეს მინიმალისტური სახლი ეკვადორში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე მდებარეობს. მისი მფლობელი აცხადებს, რომ სახლში საწოლი, სააბაზანო და სამზარეულო მშვენივრად ეტევა.   San Juan Tiny House, აშშ

ეს სახლში აშშ-ში კოლორადოს მთებში მდებარეობს. მისი პატრონი აქ 2 ძაღლთან ერთად ცხოვრობს.   Pod-iDladla, სამხრეთ აფრიკა

სახლის ფართობი სულ რაღაც 17 კვ.მ.-ია, თუმცა მისი მფლობელი ადგილის სიმცირეს სულაც არ უჩივის. ამასთან სალხი პორტატული და მისი გადატანა ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი.   Glasshouse Treehouse, აშშ

ეს უცნაური სახლი ნიუ-იორკთან ახლოს მდებარეობს. მისი მფლობელი დიზაინერი კრისიტნა სალვეია, რომელმაც სახლი სრულიად უფასოდ ძველმანებისა შეგროვებითა და მეგობრების დახმარებით ააშენა.  

myquiz