ბაზარზე ანანასის არომატის თეთრი მარწყვი გამოჩნდა | Allnews.Ge

ბაზარზე ანანასის არომატის თეთრი მარწყვი გამოჩნდა

თეთრი მარწყვი ანანასის არომატით აშშ-ს ბაზარზე უკვე გამოჩნდა. როგორც EastFruit-ი Fruitnet-ზე დაყრდნობით წერს, პროდუქტი იმ ორი სახეობიდან ერთ-ერთია, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს.

თეთრი მარწყვის მოსავლის სეზონი ფლორიდაში ნოემბრის ბოლოდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

ფლორიდის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის ვენს უიტაკერის აზრით, მათ მიერ გამოგონებულ არცერთ სახეობას სახელი არ აქვს - ისინი ცნობილია როგორც: FL 16.78-109 (თეთრი) და FL 16.30-128 (წითელი) მარწყვი.

”მას შემდეგ, რაც წელს თეთრი მარწყვი ბაზარზე სატესტო რეჟიმში შემოვიდა, დიდი ინტერესი გამოიწვია”, - აღნიშნა უიტაკერმა.

როგორც ასისტენტ-პროფესორი აღნიშნავს, თეთრ მარწყვს ანანასის მსუბუქი არომატი აქვს, შიგნიდან და გარედან თეთრია, ზედაპირზე კი წითელი ან მოვარდისფრო თესლით შეფერილი.

”გემო ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ბაღის მარწყვისგან, ის ტკბილია, ანანასის არომატით”, - ამბობს უიტაკერი.

განაგრძეთ კითხვა