როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, სახლის რომელ მხარეს დავდგათ და რა დეტალები გავითვალისწინოთ 2021 წლისთვის - რჩევები ფენ შუის ოსტატისგან | Allnews.Ge

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, სახლის რომელ მხარეს დავდგათ და რა დეტალები გავითვალისწინოთ 2021 წლისთვის - რჩევები ფენ შუის ოსტატისგან

როდის, რა ფერის და ოთახის რომელ მხარეს უნდა დადგათ ნაძვის ხე - ამის შესახებ, ფენ შუის ქართველი ოსტატი თიკა ქოქაშვილი გვესაუბრება. ნაძვის ხის დადგმა როგორც იცით, ერთგვარი რიტუალია და ყოველ წელს იმის მიხედვით უნდა მორთოთ, ჩინური კალენდრის მიხედვით, რომელი ცხოველის წელიწადიც დგება. წელს, მთავარი სიმბოლო ნალი იქნება, რადგან მოგეხსენებათ, ხარი ინალება.

ნალი ბედს ხსნის, წარმატებას იზიდავს. შეგიძლიათ მეტალის ნალი ნაძვის ხის ქვეშ დადოთ, თუ მსუბუქია, ნაძვის ხეზეც დაკიდოთ. ასევე სასურველია ნალი დაკიდოთ სახლის შესასვლელში ან კარზე გარედან. ოღონდ ნალი უნდა იყოს ამოტრიალებული. ამ შემთხვევაში ნალს მოაქვს ფინანსური კეთილდღეობა. აქტურალურია ნაძვის ხეზე ასევე ხარის ფიგურა და ნაძვის ხეზე აუცილებლად უნდა ეკიდოს ერთი წითელი სათამაშო მაინც. რადგან ხარი წითლისკენ მიიწევს, ეს ფერი იქნება ფინანსების შემომტანი ოჯახში.   ასევე საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს წითელი სანთელი და ვირთხის ფიგურებიც უნდა დარჩეს. აღმოსავლური ასტროლოგიით ხარი და ვირთხა არიან საიდუმლო მეგობრები და ერთად უნდა გაიტანონ ის, რაც ამ წელს მოხდა.       შარშან როგორც გახსოვთ კაკლები შევღებეთ ოქროსფრად ვირთხის წლის აღსანიშნავად და წელს კაკლებს ჩავანაცვლებთ ნალით. ძველი კაკლები კი უნდა მოიშოროთ, ბუნებაში დატოვოთ, დაწვათ ან დამარხოთ, შეგიძლიათ ნაგავს გაატანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ძველი ნალის გამოყენებას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გააპრიალოთ, მორთოთ, შეღებოთ. ახლა რაც შეეხება ნაძვის ხის მორთვას... ამჯერად ხარის წელი შემოაბიჯებს და ნაძვის ხის დადგმისას პირველი ნივთი, რაც უნდა გქონდეთ, კომპასია, რადგან განსაზღვროთ თუ წელს ოთახის რომელ მხარეს არის სასურველი მისი მორთვა.   თიკა ქოქაშვილი ამბობს, რომ ნაძვის ხის მორთვა შეგიძლიათ დეკემბრის პირველი კვირიდან დაიწყოთ. ხოლო თუ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ უნდა განსაზღვროთ კომპასით სასურველი მხარე, მაშინ ნაძვის ხე ოთახის შუაგულში უნდა დადგათ, მაგრამ ამ შემთხვევაში უარი თქვათ განათების გამოყენებაზე. თუ დაუჯერებთ ფენ შუის, მაშინ შეიძინეთ კომპასი და მიჰყევით ოსტატის რჩევებს. სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს შეგიძლიათ დადგათ მწვანე ნაძვის ხე და მორთოთ შავი, ლურჯი და ცისფერი სათამაშოებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავისფერი და მცენარის მსგავსი ყვავილებით მორთოთ. ამ სექტორში დადგმული ნაძვის ხე ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. სამხრეთ-დასავლეთით თუ დადგამთ მწვანე ნაძვის ხეს, მიიღებთ დიდ სიყვარულს. მორთვა კი შეგიძლიათ გირლანდებით, განათებებითა და სანთლებით.

თუ ნაძვის ხისთვის დასავლეთის სექტორს შეარჩევთ, რაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ასრულდება ოჯახთან და ბავშვებთან დაკავშირებული ოცნებები. შეგიძლიათ მორთოთ ნაცრისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, თეთრი, ყვითელი და ფორთოხლისფერი სათამაშოებით. თუ არჩევანს ჩრდილო-აღმოსვალეთით გააკეთებთ, კარიერული წინსვლა გელოდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ნაძვის ხე უნდა იყოს თეთრი. გააფორმეთ გირლანდებით, წითელი და სტაფილოსფერი სათამაშოებით.

ჩრდილო დასავლეთით მდგარი ნაძვის ხე ოჯახში ფინანსურ კეთილდღეობას ააქტიურებს და შეგიძლიათ მორთოთ ყავისფერი დეტალებით და მცენარის მსგავსი ყვავილებით. განათებები შეგიძლია ყველგან გამოიყენოთ, გარდა სამხრეთ აღმოსავლეთით მდგარი ნაძვის ხისა.

7 იანვრიდან მოგიწევთ ნაძვის ხეს ადგილი შეუცვალოთ, გარდა დასავლეთით და ჩრდილოეთ აღმოსავლეთით მდგარი ნაძვის ხისა. ამიტომ რჩევაა, რომ გაითვალისწინოთ და თავიდანვე ამ ორ მხარეზე გააკეთოთ არჩევანი. ნაძვის ხე გარდა იმისა, რომ სიხარულსა და სილამაზეს შემოიტანს თქვენს ოჯახებში, შეგიძლიათ მისი წყალობით პატარა რიტუალებიც ჩაატაროთ, რაც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ. დაიმახსოვრეთ, სანამ რიტუალის შესრულებას დაიწყებთ და ნაძვის ხეს აანთებთ, ჩაიფიქრეთ ერთი სურვილი, რომელიც გინდათ რომ 2021 წელს აგიხდეთ. ეს შეიძლება იყოს, ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა, ოჯახური ბედნიერება.

15 დეკემბერს 07-09 საათამდე და 21-23 საათამდე აანთეთ ნაძვის ხე და გქონდეთ ჩართული ორ-ორი საათის განმავლობაში. ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა ძაღლის წელში დაბადებულისა. 18 დეკემბერს 07-09 საათამდე. ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა ხარის წელში დაბადებულისა. 20 დეკემბერს 11-1 სათამდე და 17-19 საათამდე ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა კურდღლის წელში დაბადებულისა. 25 დეკემბერს 13-15 და 19-21 საათამდე გარდა ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა მაიმუნის წელში დაბადებულისა. 30 დეკემბერს 09-11 17-19 საათამდე ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა ხარის წელში დაბადებულისა. 5 იანვარს 24 საათი შეგიძლიათ გქონდეთ განათებული თქვენი ნაძვის ხე. არ დაგავიწყდეთ სურვილის ჩაფიქრება...

ბედნიერ 2021 წელს გისურვებთ.