როგორ გამოიყურება უკაცრიელი კუნძული, სადაც განსაკუთრებით საშიშ პატიმრებს გზავნიდნენ | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება უკაცრიელი კუნძული, სადაც განსაკუთრებით საშიშ პატიმრებს გზავნიდნენ

სუფთა გამჭირვალე წყალი, თეთრი ქვიშა, პალმის ხეები, ენდემური მცენარეები და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები... პანამის წყნაროკეანურ სანაპიროზე მდებარე კოიბას უკაცრიელ კუნძულზე ჩასული დამსვენებელი ვერც კი იფიქრებს, რომ აღნიშნული ადგილი საიდუმლო წარსულს მალავს.

1919 წელს ამ კუნძულზე გამოსასწორებელი კოლონა აშენდა და ამ დროიდან ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად გადაიქცა. ციხეში საშიშ დამნაშავეებსა და პოლიტიკურ პატიმრებს გზავნიდნენ. ადგილი ცნობილი იყო უკიდურესად ცუდი პირობებით, ადამიანების წამებისა და მკვლელობის ფაქტებით.

ციხის გაძლიერებული დაცვისთვის თავი რომ დაეღწიათ, პატიმრებს კუნძულზე გავრცელებული შხამიანი გველებისა და მწერებისგან გადარჩენა გაუჭირდებოდათ, თან ტყიდან გამოსულებს წინ ზვიგენებით სავსე ოკეანე შეხვდებოდათ. ალბათ, სწორედ ამიტომ უწოდებდნენ აქ მყოფ პატიმრებს გაუჩინარებულებს.

ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რამდენი მსჯავრდებულის სიცოცხლე შეეწირა ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებს, თუმცა ადგილობრივების თქმით, ციხეში სამასზე მეტი პატიმარი მოკვდა.

სასჯელაღსრულების დაწესებულება 2004 წელს დაიხურა, თუმცა მასთან დაკავშირებული ისტორიები ადამიანებს ჯერ კიდევ აშინებს. მოსახლეობის თქმით, ციხეზე მიმაგრებულმა დაცვამ თავიც კი მოიკლა. კუნძულმა ეროვნული პარკის სტატუსი 1992 წელს მიიღო, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კი 2005 წლიდან გახდა.

ამჟამად კუნძული დაუსახლებელია, მის უდიდეს ნაწილს ტროპიკული ტყეები შეადგენს. კუნძული უკანასკნელი სახლია გადაშენების პირას მყოფი ძუძუმწოვრებისთვის, ქვეწარმავლებისა და ფრინველებისთვის. ეს ადგილი, ხშირ შემთხვევაში, მკვლევარებს იზიდავს.

ასე გამიყურება კუნძული დღეს