რომელი კომპანია რამდენ ავტომობილს აწარმოებს ერთ წუთში? | Allnews.Ge

რომელი კომპანია რამდენ ავტომობილს აწარმოებს ერთ წუთში?

პორტალმა Money Shake წამოადგინა ავტომწარმოებელთა რეიტინგი, რომლებიც ყველაზე სწრაფად აწყობენ ავტომობილებს. ამ მონაცემებით ყველაზე ოპერატიული აღმოჩნდა იაპონური Toyota, რომლის ქარხნების კონვეიერიდან ყოველ წუთში 19,9 ავტომობილი გადმოდის.

მას მხოლოდ მცირედით ჩამორჩება Volkswagen (მასში შემავალი ყველა ბრენდის გათვალისწინებით) - მისი მაჩვენებელია 19,8. ლიდერ სამეულშია Hyundai, აქ სხვაობა უკვე დიდია, კორეელები წუთში 13,7 ავტომობილს აწარმოებენ.

წარმოგიდგენთ რეიტინგს წუთში ყველაზე მეტი ავტომობილის წარმოების მიხედვით

1. Toyota 19,9

2. Volkswagen 19,8

3. Hyundai 13,7

4. General Motors 13

5. Ford 12,2

6. Nissan 11

7. Honda 10

8. FCA (Fiat-Chrysler) 8,8

9. Renault 7,9

10. PSA (Peugeot-Citroen) 6,9

ათეულს მიღმა არიან Suzuki (6,), SIAC (5,5), Daimler (4,8), BMW (4,8), Geely (3,7), Changan (3,1), Mazda (3,1), Dongfeng (2,8), BIAC (2,4) და Mitsubishi (2,3).

ამავე რეიტინგში ქვეყნების მიხედვითაც დალაგდნენ და ჩინეთი გავიდა პირველ ადგილზე სადაც წუთში 48,9 ავტომობილის წარმოება ხდება.

შედგა ცალკე რეიტინგი ელექტრომობილების მხეიდვითაც. ამ შემთხვევაში არა წუთი არაემდ საათში წარმოებული ელექტრომობილები დაიანგარიშეს და აქ ლიდერია Tesla 42 წარმოებული ელექტრომობილით საათში, შემდეგ მოდიან BYD (26), BJEV (18), BMW (15) და Nissan (10).

  ანალიტიკსოებმა გამოთვალეს წუთში მიღებული შემოსავალიც და დაადგინეს, რომ Toyota და Volkswagen წუთში 533 ათას და 523 ათას დოლარს გამოიმუშავებენ, ხოლო Daimler 360 ათას დოლარს წუთში.