ქვეყანა, სადაც 1 სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი დამნაშავეა- ნახეთ როგორია პატიმრების ცხოვრება სალვადორის ყველაზე გადატვირთულ ციხეებში | Allnews.Ge

ქვეყანა, სადაც 1 სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი დამნაშავეა- ნახეთ როგორია პატიმრების ცხოვრება სალვადორის ყველაზე გადატვირთულ ციხეებში

სალვადორში დანაშაულის დონე იმდენად მაღალია, რომ ქვეყანაში ვერცერთ ცარიელ საკანს ვერ იპოვით, აქ ყველა მოქმედი ციხე პატიმრებით გადავსებულია. ცენტრალური ამერიკის ამ პატარა ქვეყანაში კრიმინალი იმდენად მაღალ ნიშნულზეა რომ დამნაშავეებისთვის სახელმწიფოს ციხეები აღარ ჰყოფნის.

BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ციხეებში სულ 18 000 ადგილია, თუმცა პატიმართა რაოდენობა 38 000-ს აღემატება. სტატისტიკური მონაცემების მიხვედით სალვადორში ყოველ 600 ადამიანს შორის 1 მაინც პატიმრობაში იმყოფება.

ამიტომ სასჯელაღსრულების დაწესებულებად იქ ისეთ შენობებს იყენებენ, რომელიც ამისთვის სათანადოდ აღჭურვილი არ არის. ციხეების არარსებობის გამო კრიმინალებისთვის ზოგჯერ დიდ რკინის გალიებს აგებენ, სადაც ასეულობით პატიმარს პირუტყვივით აუტანელ პირობებში უწევს თანაარსებობა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრ ბრალდებულს ამ არაადამიანურ პირობებში ცხოვრება იმაზე გაცილებით უფრო დიდხანს უწევს ვიდრე გარეთ, სრულ თავისუფლებაზე.