"ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს."- საინტერესო ციტატები ჯორჯ ორუელის შემოქმედებიდან | Allnews.Ge

"ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს."- საინტერესო ციტატები ჯორჯ ორუელის შემოქმედებიდან

ჯორჯ ორუელი მე-20 საუკუნს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინგლისელი მწერალი იყო. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ ართურ ბლერია.

ორუელი ინდოეთში 1903 წელს დაიბადა. 1904 წლიდან კი ინგლისში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. 1922 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთის პოლიციაში მიანმარიში. მისი ცხოვრების ეს პერიოდი აისახა 1934 წელს გამოქვეყენებულ თხზულებაში „ბირმული დღეები“.

1937 წელს იგი იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის მხარეზე, მეორე მსოფლიო ომის დროს კი მწერალი The Observer-ის კორესპონდენტად მუშაობდა. 1945 წელს ორუელმა გამოაქვეყნა იგავი „ცხოველების ფერმა“, რომელშიც იგი აღწერს რუსეთში სოციალისტური იდეის განხორციელების კრახს. 1949 წელს გამოქვეყნდა ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, რომანი „1984“.

ორუელი 1950 წელს 46 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

გთავაზობთ საინტერესო ციტატებს ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებიდან:

  • ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ის ვინც, აწმყოს აკონტროლებს, აკონტროლებს წარსულს.
  • ტოტალური სიცრუის ეპოქაში, სიმართლის თქმა რევოლუციური აქტია.
  • ყველა ცხოველი თანასწორია, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები.
  • ყველა თაობა საკუთარ თავს უფრო ჭკვიანად წარმოიდგენს ვიდრე წინას, და მეტად ბრძენს, ვიდრე მომავალს.
  • საუკეთესო წიგნები ისინია, რომლებიც იმას გეუბნება, რაც უკვე იცი.
  • თუ გინდა საიდუმლო შეინახო, საკუთარ თავსაც დაუმალე ის.

  • ხალხის განადგურების ყველაზე ეფექტური გზა, მათი ისტორიის მათეული აღქმის უარყოფა და განადგურებაა.
  • ფიქრები თუ ენას ამახინჯებს, ენასაც შეუძლია ფიქრების დამახინჯება.
  • აზროვნების გაორება ის ძალაა, როცა ორ ურთიერთამომრიცხავ არს გონებაში ერთდროულად იჭერ და ორივეს ეთანხმები.
  • ადამიანობის არსი სრულყოფილების არ ძებნაშია.
  • რეალობა არსებობს ადამიანის გონებაში, და არსად სხვაგან.

  • კაცობრიობის არჩევანი თავისუფლებასა და ბედნიერებას შორის მერყეობს. უმეტესობას ბედნიერება ურჩევნია.
  • ჩვენ უბრალოდ არ ვანადგურებთ მტრებს, ჩვენ ვცვლით მათ.
  • კაცი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა არ ფიქრობს რომ მისი ცხოვრების მიზანი ბედნიერებაა.
  • ყველანაირი ომის პროპაგანდა. მთელი ეს ყვირილი, ტყუილები და სიძულვილი, უცვლელად, იმ ადამიანებისგან მოედინება, რომლებიც არ იბრძვიან.
  • 50 წლის ასაკში, ყველას ის სახე აქვს, რომელსაც იმსახურებს.

  • ზოგი იდეა იმდენად აბსურდულია, მხოლოდ ინტელექტუალს შეუძლია მისი დაჯერება.
  • რატომ ვერ აცნობიერებ, რომ თავისუფლება ბაფთებზე მეტს იმსახურებს.
  • საფლავში გადატრიალება თუ მართლა შესაძლებელია, შექსპირი კარგად ივარჯიშებდა.
  • თავისუფლება არის უფლება, უთხრა ადამიანებს ის, რისი მოსმენაც არ სურთ.

ბექა ბერიაშვილი

myquiz