როგორ მორთო მელანიამ საახალწლოდ თეთრი სახლი- იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

როგორ მორთო მელანიამ საახალწლოდ თეთრი სახლი- იხილეთ ფოტოები

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე თავად პირველმა ლედიმ გაავრცელა.

„წლის ამ განსაკუთრებულ დროს ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გაგიზიაროთ ამერიკის მშვენიერება და პატივი მივაგოთ ჩვენი დიადი ერის დიდებულებას“, - დაწერა მელანია ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ წელს თეთრი სახლი ძირითადად თეთრი განათებებითაა მორთული, ნაძვის ხის სათამაშოები კი ძირითადად ოქროსფერი და წითელი ფერისაა.