როგორ გამოიყურება 13 ყველაზე ძვირადღირებული შენობა მსოფლიოში | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება 13 ყველაზე ძვირადღირებული შენობა მსოფლიოში

ამერიკის საელჩო დიდი ბრიტანეთში, „მერკური“ მოსკოვში, შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი - ეს იმ შენობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ერთი მილიარდი და მეტიც ღირს.  წარმოგიდგენთ 13 ყველა ძვირად ღირებულ შენობას მსოფლიოში. 

მერკური, მოსკოვი: 1 მილიარდი დოლარი

2012 წლის სექტემბერში, მოსკოვის 339 მეტრის სიმაღლის “მერკური“ ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი გახდა. შენობა ტიტულს დღესაც ინარჩუებს. ეს არაჩვეულებრივი ბრინჯაოსფერის კოშკი, რომელიც მოსკოვის ფინანსური ოლქის გულში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნაგებობაა მსოფლიოში. მისი ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ლონდონი, ღირებულება 1 მილიარდი დოლარი

ლონდონში, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ს საელჩოს მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. უჩვეულო არქიტექტურული ნაგებობა შენობა პლასტმასის იალქნებში გახვეულ მინის კუბს ჰგავს, რომელიც გარშემორტყმულია აუზით. თანამედროვე სტრუქტურა შეიმუშავა ფილადელფიაში დაფუძნებულმა ფირმა “კიერან ტიმბერლეიკმა“. არქიტექტორის თქმით, შენობა "ამერიკის მთავრობის იდეალებს" განასახიერებს. 

Trump International Hotel & Tower, ჩიკაგო: 1 მილიარდი დოლარი

ნიუ–იორკის ტრამპ თაუერი, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი შენობაა, რომელსაც აშშ- ის პრეზიდენტის სახელი ამშვენებს, მაგრამ ჩიკაგოში მდებარე Trump International Hotel & Tower უფრო ძვირია. მისი მშენებლობა 2009 წელს დასრულდა და 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს ასევე მეოთხე ყველაზე მაღალი შენობაა აშშ-ში, 423 მ სიმაღლით. 

შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი, შანხაი: 1 მილიარდი დოლარი

შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრის (SWFC) არქიტექტურა ბოთლის გასახსნელის ფორმის არის. არქიტექტურული ჩანაფიქრი მსოფლიოს ფინანსური ინდუსტრიის მიზიდვას ითვალისწიებდა. შენობაში “ერთი სახურავის ქვეშ“ გაერთიანებულია ინფორმაცია და ფინანსური მომსახურება. 492 მეტრი სიმაღლის შენობა ლუჯიაზუის ცენტრში, პუდონგის ახალ რაიონში მდებარეობს. იგი გარშემორტყმული სხვა მაღალი ცათამბჯენებით, მათ შორისაა შანხაის კოშკი და ჯინ მაოს კოშკი. მშენებლობა 2008 წელს დასრულდა, დღეს კი მისი ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

Vista Tower, ჩიკაგო: 1 მილიარდი დოლარი

363 მეტრის სიმაღლის Vista tower მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობაა, რომელიც ქალი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. არქიტექტურული ფირმის Studio Gang- ის ხელმძღვანელის - Jeanne Gang-ის მიერ დაპროექტებული ცათამბრჯენის მშენებლობა ამ ზაფხულს დასრულდა. მისი ღირებულებაა 1 მილიარდი დოლარია. შენობა მოიცავს ძვირად ღირებულ მანსარდებს, რომელთაგან ზოგიერთი გთავაზობთ 360 გრადუსიან ხედს ქალაქზე. გასაკვირი არ არის, რომ ამ მაღალი კლასის ბინები იაფი არ ღირს: 2018 წელს ორი მანსარდა 21 მილიონ დოლარად გაიყადა. 

ელბფილჰარმონია, ჰამბურგი: 1 მილიარდი დოლარი

ჰამბურგის ახალი საკონცერტო დარბაზი Elbphilharmonie 2016 წელს გაიხსნა და მიუხედავად შენობის გახსნის შვიდი წლის დაგვიანებისა და 10-ჯერ გადაჭარბებული ბიუჯეტისა, გასაოცარმა სტრუქტურამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმსახურა ქალაქის მუდმივად ცვალებად სანაპირო ზოლში. 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შენობა ძველი და ახალი სტილის უჩვეულო შერწყმის ნიმუშია, რომელიც აერთიანებს 1960-იანი წლების აგურის ქვედა მონაკვეთს და თანამედროვე მინის ზედა განყოფილებას. Elbphilharmonie შვეიცარიელმა არქიტექტორებმა ჰერცოგ და დე მეურონმა შექმნეს.

 

ისტანა ნურულ იმანის სასახლე, ბრუნეი: 1 მილიარდი დოლარი

1984 წელს აშენებული 400 მილიონიანი შენობის ღირებულება, დღეს 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბრუნეის სულთანის სახლი ყველაზე დიდი სასახლეა მსოფლიოში, რომელიც კვლავ სამეფო რეზიდენციის სტატუსით ფუნქციონირებს. კომპლექსი საბანკეტო დარბაზის ჩათვლით, 1,788 ოთახს მოიცავს.

 

New York Times Tower, ნიუ იორკი: 1 მილიარდი დოლარი

New York Times Tower ნიო-იორკში სიდიდით მეორე შენობაა რომლის სიმაღლე 319 მეტრს შეადგენს. 52-სართულიანი შენობის მშენებლობა, რომელიც Times- ის კომპანიის შტაბია, 2003 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა.

შენობის ქვედა სართულზე გამწვაებული ზონა არის განთავსებული, შემდეგ 50-ე სართულამდე ოფისები მდებარეობს, ხოლო ზედა ორ სართულს მექანიკური სივრცე აკავებს. სახურავზე განთავსებულია საკონფერენციო ნაგებობა. 2007 წელს ცათამბჯენი 850 მილიონი დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

განაგრძეთ კითხვა